შპს „მაქსთერმი„ რომელიც 2005 წლიდან პოზიციონირებს ქართულ ბაზარზე, როგორც ერთ-ერთი ლიდერი კომპანია გათბობის, გაგრილების, სავენტილაციო და საკანალიზაციო სისტემების მოწყობის მიმართულებით, აცხადებს ვაკანსიას ქოლცენტრის ოპერატორის პოზიციაზე:
სამუშაო ადგილი:
თბილისი, ბელიაშვილის 149
გრაფიკი:
ორშაბათი-კვირა 09:30-18:00;
თვეში 2 კვირა (კვირამონაცვლეობით)
ანაზღაურება:
600 ლარი (ხელზე ასაღები)
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები :
- სერვისის განყოფილებაში შემოსულ ზარებზე პასუხი;
- შემოსულ ზარებზე დროული და სრულყოფილი კომუნიკაცია;
- გამოძახების ჩანიშვნა და შესაბამის ჯგუფთან გადამისამართება;
- მომხმარებელთან დაკავშირება და სერვისის თანამშრომლების მიერ შესრულებულ სამუშაოზე უკუკავშირის მოძიება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- მომხმარებლის პრობლემის განსაზღვრა და დროული რეაგირება;
პიროვნული თვისებები:
- პუნქტუალურობა, მოწესრიგებულობა;
- დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
- კომუნიკაციის უნარი;
დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV).