ლუდის ჩამომსხმელი

7 ცოტნე დადიანის ქუჩა, თბილისი
1 წელზე ნაკლები
13 ივლისი - 29 აგვისტო

ვაკანსიის აღწერა

სს „ნიკორა ტრეიდი“ აცხადებს  ვაკანსიას ლუდის ჩამომსხმელის პოზიციაზე ქ. თბილისში - დასაქმდი მარტივად გამოცდილების გარეშე

ჩვენ გთავაზობთ:

  • სტაბილურ ანაზღაურებას პირველივე დღიდან - 600 ლარს;
  • კარიერული ზრდის სწრაფ შესაძლებლობას;
  • მდიდარ კორპორატიულ კულტურასა და მეგობრულ სამუშაო გარემოს.
ფუნქცია-მოვალეობები:

  • მომხმარებლისათვის პროდუქტის მახასიათებლების გაცნობა და პროდუქტის შეთავაზება;
  • ლუდის ჩამოსხმა და რეალიზაცია;
  • არსებული აქციების შესახებ მომხმარებლების ინფორმირება;
  • პროდუქციის დახარისხება, ვადებისა და ნაშთების კონტროლი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • სასურველია ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა.
პიროვნული თვისებები და უნარები:

  • ეფექტური ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • პუნქტუალურობა;
  • ორგანიზებულობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში ატვირთე რეზიუმე და გახდი  ჩვენი  გუნდის წევრი.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის  ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

გისურვებთ წარმატებას!

დეტალები
ხელფასი
600 ₾
ენები
English
გამოცდილება
1 წელზე ნაკლები
უნარები
გუნდურად მუშაობის უნარი, პუნქტუალურობა, ორგანიზების უნარები
დამსაქმებლის შესახებ
კატეგორია
საცალო ვაჭრობა, გაყიდვები
სლოგანი
„ნიკორა სუპერმარკეტი“ - ბრენდი, რომელიც სანდოა!
მისამართი
7 ცოტნე დადიანის ქუჩა, თბილისი, საქართველო
სოციალური ქსელები
13 ივლისი - 29 აგვისტო