ფარმაცევტული კომპანია "იბერიფარმა +" აცხადებს ვაკანსიას ფარმაცევტის პოზიციაზე (თბილისსა და რეგიონებში).
მოთხოვნები:
- ფარმაცევტული განათლება ან უმაღლესი სამედიცინო განათლება; განიხილება დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც.
- სასურველია ჰქონდეს აფთიაქში მუშაობის გამოცდილება;
- სასურველია კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
- საბაზისო რუსული ან ინგლისური ენების ცოდნა (ანოტაციების კითხვა/გაგება/ანალიზი);
უნარები:
- ქართულ ენაზე გამართულად მეტყველების უნარი;
- კომუნიკაბელურობა, კონსულტაციის შეუფერხებლად წარმართვა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- სისწრაფე, სისხარტე და ოპერატიულობა;
- გუნდური მუშაობის უნარი.
ძირითადი მოვალეობები:
- მომხმარებლების პროფესიული კონსულტირება სამედიცინო/სამკურნალო ბრენდების, სამედიცინო აღჭურვილობის და ჯანმრთელობის ზრუნვის სხვადასხვა პროდუქციის შესახება;
- დაქვემდებარებაში არსებული სექციების მოწესრიგება, პროდუქციის დადგენილი წესის დაცვით განლაგება, სისუფთავის კონტროლი;
სოციალური ბენეფიტი: ჯანმრთელობის დაზღვევა.
გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV ფოტოსურათით.
გისურვებთ წარმატებებს!