SPAR Georgia" - "SPAR International"-ის გლობალური ოჯახის წევრი, აცხადებს ვაკანსიას რეალიზაციის აღრიცხვის სპეციალისტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ორხევი, თენგიზ ჩანტლაძის 40
მოვალეობები:
- რეალიზაციების და დებიტორული ანგარიშების კონტროლი;
- ზედნადებების და ანგარიშ-ფაქტურების ატვირთვა, შესაბამისი ბუღალტრული გატარებები.
- ანგარიშ-ფაქტურების დადასტურება;
- დებიტორ კომპანიებთან თვის რეალიზაციების შედარება;
- მუშაობის პროცესში წარმოქმნილი პრობლემების იდენტიფიცირება და დროული რეაგირება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება, ბაკალავრი (ბუღალტერია; ფინანსები და საბანკო საქმე );
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება ;
- საბუღალტრო პროგრამასთან მუშაობის გამოცდილება;
- ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა ;
- საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა ( Microsoft Word; Microsoft Excel; Microsoft Outlook);
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე.