სასტუმრო "Kazbegi View" აცხადებს ვაკანსიას სასტუმროს მენეჯერის პოზიციაზე.
"Kazbegi View" არის კოტეჯების ტიპის სასტუმრო, რომელიც 2019 წელს დაარსდა. სასტუმრო ამ ეტაპზე მოიცავს 9 მოქმედ კოტეჯსა და რესტორანს. ჩვენ ვეძებთ ორგანიზებულ, მართვის საკითხებით დაინტერესებულ ადამიანს, რომელიც შემოუერთდება ჩვენს გუნდს და ენერგიულად გაუძღვება სასტუმროს - კოტეჯების, ეფექტურად მუშაობის პროცესს.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს Facebook გვერდს: https://www.facebook.com/kazbegiview1/?ref=page_internal
ძირითადი მოვალეობები:
სასტუმროს გამართულად ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
დაქვემდებარებული პერსონალის მონიტორინგი და მართვა;
რესტორნის მენეჯერთან და უშუალო ხელმძღვანელობასთან კოორდინირებული მუშაობა;
სასტუმროს პოპულარიზაციის/ცნობადობის პროცესში ჩართულობა;
დოკუმენტების მართვა და ანგარიშების მომზადება;
მომსახურების მაღალ სტანდარტზე ორიენტირებულობა.
ძირითადი მოთხოვნები:
მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება პრიორიტეტად;
ეფექტური კომუნიკაციის წარმოების, დაგეგმვისა და აღსრულების უნარი;
საოფისე პროგრამების საბაზისო ცოდნა;
სასურველია ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა, დამატებით რუსული ენის საბაზისო დონეზე ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
პიროვნული თვისებები:
გუნდური მუშაობის უნარი;
ლოიალურობა;
კომუნიკაბელურობა;
ორგანიზებულობა;
რამდენიმე დავალების კოორდინირებისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
კრიზისული სიტუაციების ეფექტურად მართვის უნარი;
მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.
ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში, ჩვენი მხრიდან გთავაზობთ: