კონსულტანტი - ქუთაისი

ჭავჭავაძის გამზ., იმერეთის მხარე
18 ივლისი - 17 აგვისტო

ვაკანსიის აღწერა

მეგატექნიკა უკვე 25 წელია წარმატებით მოღვაწეობს საქართველოში საყოფაცხოვრებო და ციფრული ტექნიკის ბაზარზე.  მეგატექნიკას ქსელი 20-მდე ფილიალს და 100-მდე პარტნიორ მაღაზიას მოიცავს, ასევე ტექნიკის ონლაინ მაღაზიას, რომლის მეშვეობითაც მომხმარებელს ტექნიკის შეძენა სახლიდან გაუსვლელად მთელი საქართველოს მაშტაბით შეუძლია. მეგატექნიკა ოფიციალური და ექსკლუზიური პარტნიორია არაერთი მსხვილი ბრენდის, ისეთი როგორიცაა Samsung, Apple, Hisense, Simfer, Electrolux, Philips, Whirlpool, Indesit, Acer და სხვა.

მეგატექნიკა განვითარებაზე , ზრდაზე ორიენტირებული კომპანიაა. აქ დაგხვდებათ მეგობრული გარემო და კონკურენტუნარიანი ანაზღაურება.

„მეგატექნიკის“ მაღაზიათა ქსელი აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქუთაისი

ძირითადი მოვალეობები: 

  • პროფესიონალური კონსულტაციის გაწევა მომხმარებლისთვის;
  • პროდუქციის მარაგების მუდმივი კონტროლი;
  • მაღაზიის იერსახეზე ზრუნვა, თაროებზე ტექნიკის განლაგება კომპანიაში დადგენილი სტანდარტების მიხედვით.
სავალდებულო მოთხოვნები:

  • სხარტი აზროვნების უნარი;
  • საოფისე კომპიუტერული ტექნიკის მოხმარების უნარ-ჩვევები;
  • კომუნიკაბელურობა;
  • პასუხისმგებლობის გრძნობის მაღალი დონე;
  • მომხმარებელთან ურთიერთობის უნარი;
  • სასურველია ენების ფლობა;
  • კარგი მეტყველების უნარი;
  • მოტივაცია, ორგანიზებულობა და ენერგიულობა.
ანაზღაურება: 700 ლარის ფარგლებში, კვალიფიკაციის და გამოცდილების მიხედვით + ბონუსი

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგზავნეთ CV ფოტოსურათით.
დეტალები
ხელფასი
700 ₾
უნარები
სხარტი აზროვნების უნარი, მომხმარებელთან ურთიერთობის უნარი, ორგანიზებულობა
დამსაქმებლის შესახებ
სოციალური ქსელები
18 ივლისი - 17 აგვისტო