ადმინისტრაციული მენეჯერი

ჭავჭავაძის გამზირი, თბილისი
2-3 წელი
19 ივლისი - 18 აგვისტო

ვაკანსიის აღწერა

მოდისა და სილამაზის სფეროში ცნობილი ევროპული და ამერიკული ბრენდების ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში, კომპანია “NABU” აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრაციული მენეჯერის პოზიციაზე.

პოზიციის დასახელება: 
ადმინისტრაციული მენეჯერი.

სამუშაო გრაფიკი: 
სრული, კვირაში 5 დღე (შაბათი და კვირა დასვენება)

ანაზღაურება: 
გამოსაცდელ პერიოდში 1000 ლარი და შემდეგ ხელფასის ზრდა დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციაზე, გამოცდილებასა და უნარ-ჩვევებზე (1500 -2000 ლარი).

ოფისის ადგილმდებარეობა: 
ვაკე, ჭავჭავაძის გამზირი.

იმ შემთხვევაში თუ არ აკმაყოფილებთ ქვემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ,  ნუ გამოაგზავნით CV-ის.

აუცილებელი მოთხოვნები:

  • ინგლისური ენის ცოდნა - C1 Advanced (წერა, კითხვა,საუბარი)
  • შესაბამის პოზიციაზე  მუშაობის გამოცდილება 2-3 წელი.
  • კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: Outlook, MS Word, Internet, MS Excel (აუცილებელია),
  • Photoshop (სასურველია).
  • ასაკი 25 წელი და ზემოთ.
ძირითადი მოვალეობები:

  • ყოველდღიური საოფისე საქმიანობის ადმინისტრირება;
  • გასული და შემოსული წერილების/დოკუმენტაციის მიღება/გაგზავნა და გადათარგმნა;
  • უცხოელ მომწოდებლებთან წერილობითი და სატელეფონო კომუნიკაცია;
  • დოკუმენტაციის კონტროლი და შესაბამის პირთან გადამისამართება (საბაჟო დოკუმენტაცია,
  • ინვოისები);
  • შესყიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება;
  • სატრანსპორტო კომპანიებთან ურთიერთობა;
  • შესყიდული პროდუქციის ტრანსპორტირების კონტროლი;
  • საოფისე მარაგების მართვა, საჭიროების შემთხვევაში, საოფისე ინვენტარის შევსებაზე ზრუნვა;
  • სხვა საოფისე საქმიანობა.
პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • ლოგიკური, ანალიტიკური და კრეატიული აზროვნების უნარი
  • პუნქტუალურობა
  • ორგანიზებულობა
  • გუნდური მუშაობის უნარი
  • ორგანიზატორული უნარჩვევები;
გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნოთ თქვენი CV ფოტოსურათით და სამოტივაციო წერილი.

CV ფოტოს გარეშე არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას !
დეტალები
ენები
ქართული, English
გამოცდილება
2-3 წელი
განათლება
ბაკალავრი
უნარები
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ორგანიზებულობა, პუნქტუალურობა
დამსაქმებლის შესახებ
19 ივლისი - 18 აგვისტო