სტანდარტული

სასტუმროს ადმინისტრატორი

20 ივლისი - 19 აგვისტო
დეტალები
მისამართი
მარი ბროსეს ქუჩა, თბილისი
ხელფასი
არ არის მითითებული
დასაქმების ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაოს ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაო საათები
არ არის მითითებული
ენები
ქართული, English, Русский
გამოცდილება
1-2 წელი

ვაკანსიის აღწერა

სასტუმრო "რივერ საიდი" წარმოადგენს მაღალი კლასის, ბუტიკურ სასტუმროს თბილისში, რომლის პირველ სართულზეც, 2014 წლის ბოლოს, პირველი ტიფანი ბარი გაიხსნა, ხოლო 2017 წლის თებერვალში ტიფანი ტერასა.

"რივერ საიდი" ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი დაწესებულებაა და ბოლო წლებში არაერთი პრესტიჟული ჯილდო დაიმსახურა. მათ შორის Travelers` Choice Awards 2015, 2016, 2017, 2018, 2020, 2021 ცნობილი ამერიკული კომპანია Tripadvisor inc-სგან. აღსანიშნავია ასევე სასტუმროს მართვის პროგრესული და უაღრესად ეფექტიანი მეთოდები, რომლებსაც პრაქტიკაში ატარებენ სასტუმროს ინდუსტრიის გამოცდილი და მაღალკვალიფიციური თანამშრომლები.

სასტუმრო "River Side Tbilisi" აცხადებს ვაკანსიას სასტუმროს ადმინისტრატორის პოზიციაზე.

სასურველი მოთხოვნები:

  • სასტუმროში ადმინისტრატორად მუშაობის მინ. 1 წლიანი გამოცდილება,
  • ინგლისური და რუსული ენების კარგად ცოდნა (სხვა ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);
  • Fina-ს სასტუმროს პროგრამის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • საოფისე, კომპიუტერული და სასტუმროს ონლაინ დაჯავშნის ინტერნეტ პროგრამების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ყურადღებიანი დეტალების მიმართ.
მოვალეობები:

  • სტუმრების მიღება და განთავსება;
  • ჯავშნების განხორციელება;
  • სატელეფონო ზარებზე პასუხი და ინფორმაციის მიწოდება;
  • მენეჯმენტის დავალებების შესრულება;
  • სტუმართან ანგარიშსწორების წარმოება;
  • სხვადასხვა ადმინისტრაციული დავალებების შესრულება.
12 საათიანი მუშაობის გრაფიკი: 

  • პირველი დღე დილის 09.00 - 21.00; მეორე დღეს 21.00 - 09.00; შემდეგი 2 დღე დასვენება;
  • ჯამში 15 – 16 მორიგეობა თვეში;  
  • კვებას უზრუნველყოფს სამსახური;
ხელფასი:
50 ლარი თითო მორიგეობაზე ხელზე; 3 თვის შემდეგ - 55 ლარი თითოეულ მორიგეობაზე.

ჯამურად 800 – 880 ლარი თვეში ხელზე.

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV ფოტოსთან ერთად.
მისამართი
მარი ბროსეს ქუჩა, თბილისი, საქართველო
სოციალური ქსელები
20 ივლისი - 19 აგვისტო