სამშენებლო მასალების მწარმოებელი, იმპორტიორი და ექსპორტიორი კომპანია “ნოვა” (www.NOVA.ge) აცხადებს ვაკანსიას „მოლარის“ პოზიციაზე თბილისში.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
ფულის მოძრაობის კონტროლი, ფულის მიღება, გაცემა და პროგრამულად ასახვა;
ყალბი ბანკნოტების აღმოჩენა და ხელმძღვანელის ინფორმირება აღნიშნულთან დაკავშირებით;
კომპეტენციის ფარგლებში, ყოველდღიური სალარო ოპერაციების და დოკუმენტების წარმოება და დადგენილი წესით შენახვა;
ფულის უსაფრთხოდ შენახვა;
ყოველდღიურად წარმოებული დოკუმენტაციის და ნავაჭრი ამონაგების (რომელიც რაოდენობრივ თანხვედრაშია პროგრამულ ჩანაწერებთან) ჩაბარება ნაღდი ფულის სახით, მთავარ მოლარესთან;
მთავარი მოლარის ინფორმირება ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, რაც ეხება სალაროს გამართულად მუშაობას და ფულის მოძრაობას;
უშუალო ხელმძღვანელის მიერ დავალებული სამუშაოს შესრულება.
ძირითადი მოთხოვნები:
სასურველია უმაღლესი განათლება;
მინიმუმ 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება მოლარის პოზიციაზე;
Word, Excel-ის ცოდნა.
პიროვნული თვისებები:
კომუნიკაბელურობა;
თავაზიანობა;
პასუხსიმგებლობის გრძნობა;
დისციპლინირებულობა;
გუნდური მუშაობის უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნეთ რეზიუმე.
დავუკავშირდებით მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს.