სამშენებლო მასალების მწარმოებელი, იმპორტიორი და ექსპორტიორი კომპანია “ნოვა” (www.NOVA.ge) აცხადებს ვაკანსიას „ინვენტარიზაციის სპეციალისტის“ პოზიციაზე ქ. თბილისში.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
საწარმოში, საწყობსა და საგამოფენო დარბაზში აღწერების პროცესის სწორად წარმართვა;
კომპანიაში არსებული სასაქონლო-მატერიალური მარაგების იდენტიფიცირება და მითვლა;
აღწერის შედეგად გამოვლენილი ზედმეტობა-დანაკლისის გადამოწმება;
წუნდებული პროდუქციის მდგომარეობის შეფასება ვიზუალური დათვალიერებით;
რეპორტის წარმოება და ხელმძღანელობისთვის წარდგენა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
აუცილებელია უმაღლესი განათლება;
აუცილებელია მსგავსს პოზიციაზე 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება.
Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა.
სხვა მოთხოვნები:
ორგანიზებული;
დეტალებზე ორიენტირებული;
დროის მართვის უნარი;
პასუხსიმგებლიანი
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნეთ სამოტივაციო წერილი და CV ფოტოსურათთან ერთად.
დავუკავშირდებით, მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მოცემულ მოთხოვნებს.