სამშენებლო მასალების მწარმოებელი, იმპორტიორი და ექსპორტიორი კომპანია “ნოვა” (www.NOVA.ge) აცხადებს ვაკანსიას „ვიდეო-მონიტორინგის თანამშრომელი“ პოზიციაზე თბილისში;
სამუშაოს აღწერა:
- ვიდეო-კამერებით, კომპანიის კუთვნილი ობიექტების, ასევე თანამშრომლების და ვიზიტორების ქმედებების კონტროლი;
- წესრიგის დამრღვევი ან დანაშაულის ჩამდენი პირების იდენტიფიცირება და უფლებამოსილების ფარგლებში რეაგირება;
- თანამშრომლების მხრიდან, შინაგანაწესით განსაზღვრული (სამუშაო დრო, პირადი ჰიგიენა, უნიფორმის ტარება) ნორმების, ასევე გარემოს, შრომისა და სახანძრო უსაფრთხოების ნორმების დაცვის კონტროლი;
- წარმოებისა და ლოჯისტიკური პროცესების (საქონლის მიღება-დატვირთვა-გადმოტვირთვა-გაცემა) ვიდეო-მონიტორინგი და შეუსაბამობების გამოვლენა;
- რაპორტინგი და ხელმძღვანელის იმ საკითხებზე ინფორმირება, რომლის გადაწყვეტა მის კომპეტენციას ცდება;
- საჭიროების შემთხვევაში, საქმის სპეციფიკიდან გამომდინარე, სხვა დამატებითი მოვალეობების შესრულება;
ძირითადი მოთხოვნები:
- აუცილებელია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება.
სასურველი უნარ-ჩვევები:
- პასუხისმგებლიანი;
- დისციპლინირებული;
- მოწესრიგებული;
- პედანტური;
- პუნქტუალური.
დამატებითი ინფორმაცია:
- ანაზღაურება - შეთანხმებით;
- სამუშაო გრაფიკი - სრული.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნეთ რეზიუმე.
დავუკავშირდებით მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მოცემულ მოთხოვნებს.