სამშენებლო მასალების მწარმოებელი, იმპორტიორი და ექპორტიორი კომპანია „ნოვა“ (www.NOVA.ge ) აცხადებს ვაკანსიას „გაყიდვების კონსულტანტი“ პოზიციაზე თბილისში.
ძირითადი მოვალეობები:
დაიცვას მომსახურების სტანდარტები, უსაფრთხოების ნორმები და კომპანიის შინაგანაწესი;
გაუწიოს კონსულტაცია მყიდველს საქონლის მახასიათებლების, ასევე საგარანტიო მომსახურების პირობების საკითხებზე;
ახალი პროდუქციის მიღებისას დახმარება გაუწიოს მენეჯერს დარბაზში საქონლის ეფექტურად განთავსებაში;
შეამოწმოს და უზრუნველყოს მაღაზიაში განთავსებულ პროდუქციაზე ფასის ნიშნის არსებობა და სისწორე;
შეადგინოს რეალიზაციის პირველადი დოკუმენტები;
გასცეს გაყიდული საქონელი;;
საგამოფენო დარბაზში წარმოდგენილი პროდუქციის დაზიანების შესახებ აცნობოს ადმინისტრაციას
მონაწილეობა მიიღოს ინვეტარიზაციაში;
შეასრულოს უშუალო ხელმძღვანელის ცალკეული სამსახუროებრივი დავალებები.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
სასურველია მინიმუმ 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება კონსულტანტის პოზიციაზე;
საოფისე პროგრამების (Word, Excel) ცოდნა.
პიროვნული თვისებები:
კომუნუკაბელურობა;
თავაზიანობა;
პასუხისმგებლობის გრძნობა;
დისციპლინირებულობა;
პედანტურობა;
გუნდური მუშაობის უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV.
დავუკავშირდებით მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მოცემულ მოთხოვნებს.