სტანდარტული

ოფის მენეჯერი

22 ივლისი - 21 აგვისტო
დეტალები
მისამართი
აკაკი ბელიაშვილის ქუჩა, თბილისი
ხელფასი
არ არის მითითებული
დასაქმების ტიპი
სრული განაკვეთი
სამუშაოს ტიპი
საოფისე
სამუშაო საათები
09:00 - 18:00
ენები
ქართული, English, Русский

ვაკანსიის აღწერა

კომპანია „ჩემი ოფისი“ აცხადებს ვაკანსიას სერვისის ტექნიკური მრჩევლის პოზიციაზე ქ. თბილისში.

„ჩემი ოფისი“ გახლავთ პრინტერების, საბეჭდი მასალების წარმოებისა და გაყიდვების სფეროში ლიდერი კომპანია, რომელიც თანამშრომლობს წამყვან კომპანიებთან საქართველოს ბაზარზე. დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ ვებ-გვერდს: https://myo.ge/

თუ გაინტერესებთ სევრისისა და მომსახურების  სფერო და გსურთ, რომ წარმატებულად დაიწყოთ თქვენი კარიერა, თუ თვლით, რომ ხართ მოტივირებული, კომუნიკაბელური და შედეგზე ორიენტირებული პიროვნება, გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ ქვემოთ მოცემულ ვაკანსიას და დაინტერესების შემთხვევაში გამოეხმაუროთ.

ჩვენ გთავაზობთ:

  • სტაბილურ სამუშაოს;
  • შესასრულებელი სამუშაოს ადგილზე შესწავლას;
  • მეგობრულ სამუშაო გარემოს;
  • 1C პროგრამაში მუშაობის შესწავლას;
  • თანამედროვე სამუშაო სივრცეს;
  • საინტერესო, დინამიური სამუშაოს პოზიტიურ კოლექტივთან ერთად;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
ძირითადი მოვალეობები:

  • ოფისში მოსული მოხამარებლებისთვის კონსულტაციისა და მომსახურების გაწევა;
  • მომხმარებელთა გადამისამართება შესაბამის განყოფილებასთან;
  • პოტენციური მომხმარებლებისათვის საჭიროებისამებრ კომპანიის დამატებითი პროდუქციისა და სერვისის შეთავაზება;
  • სერვისში მიმდინარე პროცესების კონტროლი;
  • სამუშაო პროცესში კომუნიკაცია მის უშუალო ხელმძღვანელთან;
  • სამუშაო ადგილზე წესრიგის დაცვა;
  • თანამდებობრივი ინსტრუქციით (სამუშაო აღწერილობა) გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სასურველია რუსული ან ინგლისური ენის ფლობა;
  • საოფისე პროგრამების ფლობა;
  • ეპირატესობად ჩაითვლება 1C პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;
სამუშაო პირობები და გრაფიკი:

  • სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი;
  • სამუშაო საათები: 09:00-18:00;
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გადმოგვიგზავნოთ CV ფოტოსურათთან ერთად.
მისამართი
აკაკი ბელიაშვილის ქუჩა, თბილისი, საქართველო
22 ივლისი - 21 აგვისტო