Standart

ოპერაციების მმართველი მენეჯერი (CEO)

25 July - 10 September
Details
Address
Rafael Agladze St, თბილისი
Salary
1800 ₾
Employment type
Not specified
Working type
Office
Working hours
Not specified
Languages
ქართული, English
Experience
2-3 years
Education
Bachelor
Skills
დროის ეფექტურად მართვის უნარი, დეტალებზე ორიენტირებულობა

Vacancy description

ელექტრო პროდუქციის დისტრიბუტორი კომპანია ლამპარი ეძებს გუნდის წევრს, ოპერაციების მმართველ მენეჯერს (CEO) 

კომპანია ლამპარი დაფუძნდა 2022 წლის მარტში, ელექტრო-მექანიკური საინჟინრო კომპანია 2++ და პირველი ინფრასტრუქტურული ჰაბის SEKKEIPARK-ის მიერ. 

კომპანია ლამპარი შეიქმნა, იმისთვის, რომ მიაწოდოს მომხმარებელს (ელექტრიკოსებს, მშენებლებს, უსაფრთხოების, IT და ასე შემდეგ სპეციალისტებს მათვის საჭირო პროდუქცია და ინფორმაცია სრულად და მათვის იყოს კარგი მეგობარი. 

4 თვის განმავლობაში შეიქმნა ბიზნეს მოდელი, მოხდა პირველადი პროდუქციის განსაზღვრა და დაკომპლექტება, განისაზღვრა სადისტრიბუციო ქსელი, აღიჭურვა შოურუმი რაფაელ აგლაძის ქუჩაზე, შეიქმნა საიტის კონცეფცია (მზადების პროცესშია 21 აგვისტოს დასრულდება), სანამ CEO - შეირჩევა კიდე ბევრი რამე გაკეთდება, ზუსტად ეს ტემპი, ლამპარის განსხვავებული მიდგომა, არამატერიალური პროდუქტები და ჩვენი მომხმარებლის ფიდბექი გვარწმუნებს რომ კომპანია ლამპარს აქვს საერთაშორისო ბრენდის პერსპექტივა. 

ჩვენი გამოცდილებიდან გამომდინარე ვფიქრობთ ვიპოვოთ პირადპირ ისეთი მართველი მენეჯერი, რომელსაც გამოცდილება ექნება მართოს შოურუმი, სადისტრიბუციო ქსელი, გაყიდვები, საიტი, მარკეტინგი (2022 წელი),  

შემდგომ მოახდინოს ორგანიზება ახალი ფილიალების გახსნის (2023) 

გაიტანოს ლამპარი საზღვრებს გარეთ (2024)  და ამ პროცესებისთვის საჭირო ყველა სკილი და უნარი ქონდეს, მაშინ წამყვანი მსოფლიო ბრენდებიდან უნდა ვეძებოთ კანდიდატურა, რომელიც ჩვენთვის ამ ეტაპზე შეუძლებელია(ფინანსურად) და არც გვინდა რადგან ქართული სპეციფიკით გვინდა ლამპრის შენება. 

ჩვენ გვჯერა დასახულ მიზნებს ერთად უნდა მივაღწიოთ, ვიშრომოთ, ვისწავლოთ, ვიკამათოთ და შევქმნათ კიდე უფრო მშვენიერი ლამპარი 

აქედან გამომდინარე ვეძებთ ნიჭიერ, მიზანდასახულ, ლიდერ ადამიანს, რომლესაც არ ასვენებს ის შინაგანი გძნობა რომ რაღაც მნიშვნელოვანი უნდა შექმნას. 

გასაუბრება ჩატარდება 3 ეტაპად  

  • CV | გუგლის ფორმის შევსება
  • გუგლის ფორმის შევსება | ონლაინ გასაუბრება (უფრო ღმად ლამპრის გაცნობა)
  • პირადად გასაუბრება, 2 ტესტი, 1 დავალების შესრულება (მთლიანი ლამპრის სტრატეგიის, ბრენდის კონცეფციის გაცნობა) 
Საკვალიფიკაციო  მოთხოვნები:

  • Სამუშაო გამოცდილება მენეჯრის პოზიციაზე მინ 2 წელი
  • ინგლისური B2
პიროვნული მახასიათებლები:

  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • სწრაფი ანალიზის და აზროვნების უნარი;
  • სტრესულ გარემოში ეფექტურად მუშაობს უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
ბენეფიტები:

  • ფიქსირებული ხელფასი (ამ ეტაპზე ბიუჯეტში გათვალისწინებულია მაქსიმუმ 1800 ლარი ხელზე, ყველანაირ სხვა დარიცხვას დამატებით გადავიხდით ბიუჯეტში და საპენსიო ფონდში)
  • ბონუსი კომპანიის ნავაჭრიდან გამომდინარე პირდაპირ მიბმული ფიქსირებული
  • კვება, დაზღვევა.
  • Სრული დაუფლების შემდგომ კომპანიის %
  • Მუდმივი განვითარება
Ჩვენი მხრიდან გარანტიას გაძლევთ, რომ შენი შრომა იქნება მუდმივად დაფასებული, გეპატიჟებით არა თანამშრომლად არამედ გუნდის წევრად, გვინდა მაგარი ბრენდი შევქმნათ რომელიც ძალიან ბევრ სიკეთეს დათესავს და გვჭირდება დახმარება. 

დაინტერესების შემთხვევაში გადმოაგზავნეთ CV და შეავსეთ გუგლის ფორმა https://forms.gle/2tYpVvnNncGcH6NH7 

Facebook გვერდები:

  • https://www.facebook.com/lampari1  ლამპარი
  • https://www.facebook.com/sekkeipark სეკე პარკი
  • https://www.facebook.com/2plusplus 2++ 
ადგილმდებარეობა: თბილისი, რაფაელ აგლაძის 32, მაღაზია 20ა

აანთე და ანათე 
Location
Rafael Agladze St, თბილისი, საქართველო
Socials
25 July - 10 September