Standart

მექანიზაციის ადმინისტრატორი - საგარეჯო

25 July - 10 September
Details
Address
მერაბ კოსტავას ქუჩა, თბილისი
Salary
Not specified
Employment type
Not specified
Working type
On-site
Working hours
Not specified
Languages
ქართული, English
Experience
1-2 years
Skills
გუნდური მუშაობის უნარი, კარგი კომუნიკაციის უნარი

Vacancy description

კომპანია უდაბნო აცხადებს ვაკანსიას მექანიზაციის ადმინისტრატორის პოზიცაზე:

ადგილმდებარეობა: საგარეჯოს რაიონი

ექვემდებარება: მექანიზაციის დეპარტამენტის მენეჯერს


ძირითადი მოვალეობები:

  • აღრიცხოს და აკონტროლოს საწვავის ნაშთები;
  • უზრუნველყოს საწვავის შეკვეთის ფორმირება;
  • საჭიროების შემთხვევაში აწარმოოს საწვავის ბარათები;
  • შეადგინოს საწვავის ჩამოწერის აქტები და მიაწოდოს უშუალო ხელმძღვანელს კომპანიის მიერ დადგენილ ვადებში;
  • უზრუნველყოს მექანიზაციის დეპარტამენტის ფარგლებში საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და აღრიცხოს არსებული დოკუმენტები;
  • აწარმოოს ტექნიკის და საწვავის მონიტორინგი GPS - ების საშუალებით;
  • ყოველდღიურად აკონტროლოს და აღრიცხოს მექანიზაციის დეპარტამენტში მომსახურების ხელშეკრულებით დასაქმებულების ნამუშევარი დღეები და უშუალო ხელმძღვანელის მხრიდან დასტურის შემდეგ ყოველთვიურად მიაწოდოს შესაბამისი მიმართულების თანამშრომელს; 
  • გადაამოწმოს მიღებული დოკუმენტაციის სიზუსტე და ხარვეზების შემთხვევაში მოახსენოს უშუალო ხელმძღვანელს;
  • მოამზადოს პერიოდული ანგარიშები, წარუდგინოს უშუალო ხელმძღვანელს და იხელმძღვანელოს მიღებული მითითებებით;
  • შეადაროს მიღებული და დახარჯული საწვავის ხარჯები ფაქტობრივ მონაცემებს;
  • საჭიროებისამებრ, აწარმოოს საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა ადმინისტრაციული დოკუმენტები;
  • სამუშაოს დაწყებამდე განსაზღვროს მისი სამუშაო არეალის რისკები (სახანძრო უსაფრთხოება, ელექტრო/მექანიკური ხელსაწყოები, ტვირთის სიმძიმე,  სისუფთავე და ა.შ) და აღმოჩენის შემთხვევაში აცნობოს ხელმძღვანელს;
  • იყოს პასუხისმგებელი სამუშაო პროცესში მიღებული და კომპანიაში არსებული ინფორმაციის კონფიდენციალურობაზე;
მოთხოვნები: 

  • მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
  • უცხო ენების ცოდნა (ინგლისური) ჩაითვლება უპირატესობად;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • კარგი კომუნიკაციის უნარი;
  • ფიზიკური გამძლეობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და საქმისადმი ერთგული დამოკიდებულება;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
Location
მერაბ კოსტავას ქუჩა, თბილისი, საქართველო
25 July - 10 September