სტანდარტული

ფინანსური ანალიტიკოსი

25 ივლისი - 10 სექტემბერი
დეტალები
მისამართი
26 მაისის მოედანი, თბილისი
ხელფასი
არ არის მითითებული
დასაქმების ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაოს ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაო საათები
არ არის მითითებული
ენები
ქართული, English
გამოცდილება
1-2 წელი
განათლება
ბაკალავრი
უნარები
გუნდურად მუშაობის უნარი, შრომისმოყვარეობა

ვაკანსიის აღწერა

კომპანია უდაბნო აცხადებს ვაკანსიას ფინანსური ანალიტიკოსის პოზიციაზე:

ანგარიშვალდებულია:  მთავარი ბუღალტერის და ფინანსური დეპარტამენტის ხელმძღვანელის წინაშე

ძირითადი მოვალეობები:

  • უზრუნველყოს ყოველთვიური, ყოველკვარტლული და ყოველწლიური ფინანსური ანგარიშგებების მომზადება (მათ შორის კონსოლიდირებული);
  • პერიოდულად ჩაატაროს კომპანიის ბიზნეს მიმართულებების ფინანსური ანგარიშგებების ანალიზი;
  • მიიღოს მონაწილეობა ბიუჯეტის დაგაგმვაში;
  • განახორციელოს შედეგების ანალიზი ბიუჯეტთან და ისტორიულ მონაცემებთან შედარებით;
  • მოახდინოს აღრიცხვაში არსებული პრობლემების იდენტიფიცირება და პრობლემის გადაჭრის მიზნით მჭიდროდ ითანამშრომლოს შესაბამისი დეპარტამენტის/მიმართულების წარმომადგენელთან;
  • გადაამოწმოს მიღებული დოკუმენტაციის სიზუსტე და ხარვეზების შემთხვევაში წარუდგინოს უშუალო ხელმძღვანელს;
  • შეადაროს ბიუჯეტი (შემოსავლები/ხარჯები) ფაქტობრივ მონაცემებს;
  • პერიოდულად მიაწოდოს ინფორმაცია რეპორტის სახით უშალო ხელმძღვანელს მიმდინარე და დასრულებული პროცესების შესახებ;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ფინანსური მიმართულებით;
  • ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
  • ფინანსური ანალიტიკის მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება;
  • MS Excel მაღალ დონეზე ცოდნა;
  • უცხო ენები: ინგლისური
პიროვნული თვისებები:

  •  გუნდურად მუშაობის უნარი;
  •  ორგანიზებულობა და სხვადასხვა საკითხზე კოორდინირებულად მუშაობის უნარი;
  •  ანალიტიკური აზროვნების უნარი და პრიორიტეტების განსაზღვრის შესაძლებლობა;
  •  პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  •  პუნქტუალურობა;
  •  შრომისმოყვარეობა;
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
მისამართი
მერაბ კოსტავას ქუჩა, თბილისი, საქართველო
25 ივლისი - 10 სექტემბერი