Standart

ხორცის და თევზის დამუშავების სპეციალისტი- თბილისი

27 July - 07 September
Details
Address
ნავთლუღის ქუჩა, თბილისი
Salary
Not specified
Employment type
Not specified
Working type
Not specified
Working hours
Not specified
Languages
ქართული, English
Education
Bachelor
Skills
Teamwork Skills

Vacancy description

მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია - კარფური ამჟამად გთავაზობთ დასაქმების და კარიერული განვითარების უნიკალურ შესაძლებლობას და აცხადებს ვაკანსიას თბილისში პროფესიული მიმართულებით: 

1. ხორცის დამუშავების სპეციალისტი;  2. თევზის დამუშავების სპეციალისტი;

სამუშაო გამოცდილება სავალდებულო არ არის, დაინტერესებულ და მოტივირებულ კანდიდატებს კომპანია შესაძლებლობას აძლევს ადგილზე დაეუფლონ ახალ პროფესიას.

ძირითადი მოვალეობები:

  • სხვადასხვა სახეობის ხორცის ან თევზის დამუშავება და დახლზე განსათვსებლად მომზადება
  • ხორცისგან ან თევზისგან სხვადასხვა სახის მზა პროდუქციის მომზადება
  • პროდუქციის იერსახის, ვარგისიანობის და შენახვის ვადის კონტროლი 
  • დახლებზე საჭირო რაოდენობის პროდუქციის  განლაგების უზრუნველყოფა, ხარისხის და ჰიგიენის ნორმების სრული დაცვით
  • მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა, მათი მოთხოვნების მიხედვით
მოთხოვნები:

  • მოტივაცია, შრომისმოყვარეობა და გუნდში მუშაობის უნარი
  • ეფექტური კომუნიკაციისა და თავაზიანი მომსახურების უნარი
  • მულტინაციონალურ გარემოში მუშაობის უნარი
თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს და გსურთ განვითარდეთ ჩვენს კომპანიაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. 

ასევე გაითვალისწინეთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე.

გისურვებთ წარმატებებს!
Slogan
შევქმნათ დაუვიწყარი მომენტები ყველასთვის ყოველდღე
Location
ნავთლუღის ქუჩა, თბილისი, საქართველო
Socials
27 July - 07 September