სტანდარტული

კონსულტანტი

01 აგვისტო - 31 აგვისტო
დეტალები
მისამართი
ჭავჭავაძის გამზირი, თბილისი
ხელფასი
800 ₾
დასაქმების ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაოს ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაო საათები
არ არის მითითებული
ენები
ქართული, English
გამოცდილება
2-3 წელი
უნარები
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ენერგიულობა და კომუნიკაბელურობა

ვაკანსიის აღწერა

მსოფლიოში ცნობილი ევროპული და ამერიკული ლუქს კლასის ბრენდების ტანსაცმლის, ფეხსაცმლის და აქსესუარების მაღაზია New Trend-ი , ახალი, ძალიან საინტერესო და მასშტაბური პროექტისთვის  ეძებს ახალ კადრებს, კერძოდ კონსულტანტებს.

იძებნებიან  კრეატიული ადამიანები, ვისი ინტერესის სფეროც არის მოდა და აქვთ სურვილი განვითარდნენ ამ მიმართულებით. ვისაც ძალიან უყვარს შოპინგი, აქვს ძალიან კარგი გემოვნება, ერკვევა ლუქს კლასის ევროპულ და ამერიკულ ბრენდებში, თვალს ადევნებს საერთაშორისო მოდის კვირეულებს, სეზონურ ტენდეციებს.

სამუშაო განრიგი:
კვირაში 6 დღე
11.00-20.00

ანაზღაურება: 
800 ლარი + ბონუსი
ჯანმრთელობის დაზღვევა

შერჩევის ფორმა
გასაუბრება

აუცილებელი მოთხოვნა:

  • ინტერესი მოდის ინდუსტრიის მიმართ, მსოფლიო მოდის ტენდენციებისა და ლუქს კლასის ბრენდების კარგი ცოდნა, სტილისა  და ფერის შეგრძნება, კრეატიულობა და კარგი ხედვა
  • ასაკი : 25+ (ასაკობრივი ზედა ზღვარის, სქესისა და სხვა შეზღუდვის გარეშე)
  • მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
  • ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა. ინგლისური და სხვა უცხო ენები- კარგი, თავისუფალი საკომუნიკაციო დონე
ძირითადი მოვალეობები:

  • მაღაზიაში არსებული სტანდარტის მიხედვით მომხმარებლისათვის კვალიფიციური მომსახურეობის და კონსულტაციის გაწევა
  • პროდუქციის მოწესრიგება, მაღაზიის ვიზუალზე ზრუნვა
  • მომხმარებლისათვის პროდუქციის ეფექტური შეთავაზება , გაყიდვების ზრდაზე ზრუნვა
  • მაღაზიის ყოველდღიური მუშაობის პროცესში ჩართულობა.
პიროვნული მახასიათებლები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • მომხმარებელსა და მომსახურებაზე ორიენტირებულობა
  • ენერგიულობა და კომუნიკაბელურობა
  • გამართული მეტყველება და გადმოცემის უნარი
  • გუნდური მუშაობის უნარი
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
გთხოვთ , დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნოთ თქვენი CV ფოტოსურათით და სამოტივაციო წერილი.

CV ფოტოს გარეშე არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას !
მისამართი
ჭავჭავაძის გამზირი, თბილისი, საქართველო
01 აგვისტო - 31 აგვისტო