"ბიბლუსი ჯგუფი"-ს შვილობილი კომპანია - შპს "მულტი" აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე ბათუმში.
"მულტი" არის პირველი მულტიფუნქციური სივრცე საქართველოში, რომელიც ერთ სივრცეში აერთიანებს სხვადასხვა მიმართულებებს: სურსათს, სააფთიაქო ქსელს, საყოფაცხოვრებო ტექნიკას, სათამაშოებისა და წიგნების მაღაზიას და მომხმარებელს სთავაზობს მრავალფეროვან არჩევანს.
სამუშაო გრაფიკი: 8 საათიანი სამუშაო განრიგი ცვლებში.
ძირითადი მოვალეობები:
- მომხმარებელთან აქტიური კომუნიკაცია, მისი საჭიროებების დადგენა და პროდუქციის შეთავაზება;
- დარბაზში არსებული პროდუქციის რაოდენობებისა და ფასმაჩვენებლების კონტროლი;
- სექციების მოწესრიგება, პროდუქციის დადგენილი წესის დაცვით განლაგება;
- ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობა.
მოთხოვნები: სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
ჩვენ გთავაზობთ:
- კარიერული წინსვლის შესაძლებლობას;
- მეგობრულ სამუშაო გარემოს;
- მზარდ საბონუსე სისტემას;
- ჯანმრთელობის დაზღვევას.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნეთ თქვენი CV.
მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!