კონსულტანტი

დემეტრე თავდადებულის ქუჩა, თბილისი
04 August - 03 September

Vacancy description

"ბიბლუსი ჯგუფი"-ს შვილობილი კომპანია - შპს "მულტი" აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე თბილისში.

"მულტი" არის პირველი მულტიფუნქციური სივრცე საქართველოში, რომელიც ერთ სივრცეში აერთიანებს სხვადასხვა მიმართულებებს: სურსათს, სააფთიაქო ქსელს, საყოფაცხოვრებო ტექნიკას, სათამაშოებისა და წიგნების მაღაზიას და მომხმარებელს სთავაზობს მრავალფეროვან არჩევანს.

სამუშაო გრაფიკი: 8 საათიანი სამუშაო განრიგი ცვლებში.
მისამართი: დიდი დიღომი დემეტრე თავდადებულის 16ა

ძირითადი მოვალეობები:

  • მომხმარებელთან აქტიური კომუნიკაცია, მისი საჭიროებების დადგენა და პროდუქციის შეთავაზება;
  • დარბაზში არსებული პროდუქციის რაოდენობებისა და ფასმაჩვენებლების კონტროლი;
  • სექციების მოწესრიგება, პროდუქციის დადგენილი წესის დაცვით განლაგება;
  • ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობა.
მოთხოვნები: სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

ჩვენ გთავაზობთ:

  • კარიერული წინსვლის შესაძლებლობას;
  • მეგობრულ სამუშაო გარემოს;
  • მზარდ საბონუსე სისტემას;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნეთ თქვენი CV.

მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
About Employer
Slogan
ყველაფერი ერთ სივრცეში
Socials
04 August - 03 September