კომპანია ბიბლუსის კაფეთა ქსელი "პიატო" აცხადებს ვაკანსიას მენეჯერის პოზიციაზე ქალაქ ქუთაისში.
ჩვენთან გელოდებათ:
- კარიერული განვითარების შესაძლებლობა;
- კომფორტული სამუშაო გარემო;
- ჯანმრთელობის დაზღვევა;
- და რაც ყველაზე მთავარია - ჩვენთან განსაკუთრებით ფასდება ერთგულება და ახალი იდეების ინიცირება.
ასე რომ, მოუთმენლად გელოდებით ჩვენს დიდ გუნდში, იმისთვის, რომ ერთად ვაკეთოთ ღირებული და მნიშვნელოვანი საქმე.
ძირითადი მოვალეობები:
- შიდა საორგანიზაციო საკითხების ორგანიზება
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი.
- მომარაგების კონტროლი, სადისტრიბუციო კომპანიებთან ურთიერთობა.
- ჰიგიენის ნორმების, თანამშრომელთა უსაფრთხოებისა და სურსათის უვნებლობის სტანდარტებისა და წესების დაცვის უზრუნველყოფა.
- ბუღალტრისთვის საჭირო ფინანსური დოკუმენტების მომზადება/ მიწოდება.
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- მსგავს სფეროში მინიმუმ ერთ წლიანი სამუშაო გამოცდილება;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
პიროვნული მახასიათებლები:
- სისხარტე;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- პუნქტუალურობა.
სამუშაო გრაფიკი: სრული;
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV, კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!