კლიენტთა მომსახურების სპეციალისტი

რამაზ ჩხიკვაძის ქუჩა, თბილისი
1-2 წელი
04 აგვისტო - 03 სექტემბერი

ვაკანსიის აღწერა

ბენე კომფორტი დაარსდა 2020 წელს და უკვე მესამე წელია ემსახურება 20-ზე მეტ საცხოვრებელ კომპლექსს და ზრუნავს 2000-მდე მობინადრის ყოველდღიურ კომფორტსა და კეთილდღეობაზე.

ჩვენი კომპანიის მთავარ ძალას წარმოადგენს გუნდი, რომელიც ზრუნავს მაცხოვრებლებზე და მათი ყოველდღიურობის გაუმჯობესებაზე.
კომპანია „ბენე კომფორტი“ აცხადებს ვაკანსიას მომ პოზიციაზე.

მოვალეობები:

  • შემომავალ ზარზე მომხმარებლის სატელეფონო მომსახურება და მის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის მიწოდება.
  • ზარების განხორციელება წინასწარ განსაზღვრულ ბაზებთან (გამოკითხვა, ინფორმაციის მიწოდება და ა.შ)
  • სპეციალურ პროგრამაში ჩიპების დამატება.
  • ელ. ფოსტისა და სხვა კომუნიკაციის საშუალებებით მომხმარებლისათვის კონსულტაციის გაწევა.
  • მომსახურების სტანდარტით დადგენილი წესებისა და მოთხოვნების ზუსტი დაცვა.
მოთხოვნები:

  • უმაღლესი ან პროფესიული განათლება, კლიენტთა მომსახურების სფეროში.
  • 1-წლიანი გამოცდილება მსგავს პოზიციაზე.
  • საოფისე პროგრამების ცოდნა Microsoft Office (Word, Excel, Outlook).
  • ქართული ენის სრულყოფილად, რუსული და ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა (აუცილებელია)
პიროვნული თვისებები:

  • ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა.
  • პასუხისმგებლობის გრძნობა.
  • ლოგიკური აზროვნების უნარი.
  • ახალი ტექნოლოგიების ათვისების უნარი.
  • დეტალებზე ორიენტირებულობა.
  • გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი.
ჩვენი კომპანია გთავაზობთ:

  • სწავლებისა და განვითარების შესაძლებლობებს ჩვენს კომპანიაში.
  • კონკურენტული ანაზღაურება
  • ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტი
  • კომფორტული, საინტერესო და მეგობრული სამუშაო გარემო.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
დეტალები
ენები
ქართული, English, Русский
გამოცდილება
1-2 წელი
განათლება
ბაკალავრი
უნარები
პასუხისმგებლობის გრძნობა, დეტალებზე ორიენტირებულობა, ახალი ტექნოლოგიების ათვისების უნარი
დამსაქმებლის შესახებ
კატეგორია
გაყიდვები, მშენებლობა
მისამართი
რამაზ ჩხიკვაძის ქუჩა, თბილისი, საქართველო
04 აგვისტო - 03 სექტემბერი