მექანიკოსი - საგურამო

ზედაზენის გზა, მცხეთა-მთიანეთის მხარე
05 აგვისტო - 04 სექტემბერი

ვაკანსიის აღწერა

სს ქართული ლუდის კომპანია - ლუდსახარში "ზედაზენი" აცხადებს ვაკანსიას მექანიკოსის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: საქართველო, მცხეთის რაიონი, სოფელი საგურამო
განაკვეთის ტიპი: სრული განაკვეთი
ვაკანსიის რაოდენობა: 2

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • ქარხნის ტერიტორიის, საამქროებისა და დანადგარების ყოველდღიური მომსახურება გრაფიკის მიხედვით;
  • დანადგარებზე დაუგეგმავი შეფერხების აღმოფხვრა;
  • დაგეგმილი სარემონტო სამუშაოების შესრულება;
  • შესრულებული ყოველდღიური სამუშაოებისა და გეგმიური რემონტების აღრიცხვა და ჩანაწერების გაკეთება;
  • ტექნიკურ გუნდთან შეთანხმებით რგოლში მყოფ მანქანებზე დროული პროფილაქტიკის დაგეგმვა;
  • და სხვა დამატებითი ფუნქცია-მოვალეობების შესრულება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ტექნიკური განათლება;
  • უცხო ენების ცოდნა (ინგლისური, რუსული)
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • ელექტრო-მექანიკური მოწყობილობების, ტრანსფორმატორების, ჩილერების, საქვაბეების, სამაცივრო აღჭურვილობის, საჰაერო კომპრესორების, წყლის ტუმბოების მართვის გამოცდილება
პიროვნული მახასიათებლები:

  • კომუნიკაბელურობა;
  • პუნქტუალურობა;
  • შრომისმოყვარეობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა
სამუშაო პირობები:

  • ტრანსპორტირება;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • კვება
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

თქვენი რეზიუმე შესაძლოა დამუშავდეს და შენახულ იქნას ვაკანტურ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის დაშვების მიზნით, "პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.

თქვენ ასევე თანხმობას აცხადებთ, რომ სს "ქართული ლუდის კომპანიამ" თქვენი კანდიდატურა განიხილოს შეინახოს და გამოიყენოს სს "ქართული ლუდის კომპანიის" მიერ გამოცხადებული სხვა ვაკანტური პოზიციების შევსების მიზნით, გარდა იმ პოზიციისა, რომელზეც გამოაგზავნეთ რეზიუმე. იმ შემთხვევაში თუკი წინააღმდეგი ხართ სს "ქართული ლუდის კომპანიამ" დაამუშავოს თქვენ მიერ მოწოდებული მონაცემები, გთხოვთ აღნიშნულის შესახებ წერილობით გვაცნობოთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: hr@geobeer.ge და თქვენი სახელის და გვარის მითითებით.
დეტალები
ენები
ქართული, English, Русский
განათლება
ბაკალავრი
უნარები
კომუნიკაბელურობა, პუნქტუალურობა, შრომისმოყვარეობა
დამსაქმებლის შესახებ
სოციალური ქსელები
05 აგვისტო - 04 სექტემბერი