Standart

ინტერიერის დიზაინერი

08 August - 07 September
Details
Address
61 დავით აღმაშენებელის გამზირი, თბილისი
Salary
1500-2000 ₾
Employment type
Not specified
Working type
Not specified
Working hours
10:00 - 19:00
Languages
ქართული, English
Experience
1-2 years
Education
Bachelor
Skills
შემოქმედებითი ხედვა, დეტალებზე ორიენტირებულობა, სწრაფი და ანალიტიკური აზროვნება

Vacancy description

არქიტექტურისა და ინტერიერის დიზაინის საპროექტო "MON ARCH" აცხადებს ვაკანსიას ინტერიერის დიზაინერის პოზიციაზე.

იდეალურ კანდიდატს უნდა ჰქონდეს შესანიშნავი შემოქმედებითი აზროვნების უნარი. უნდა შეეძლოს დიზაინის შექმნა დამკვეთთან ინტერვიუზე დაყრდნობით, ჰქონდეს აქტიური კომუნიკაცია მასთან და მათი საჭიროებიდან გამომდინარე შეეძლოს შესაბამისი კორექტირებების შეტანა პროექტში. კანდიდატი კარგად უნდა ერკვეოდეს ინტერიერის დიზაინის სტილებში, ტენდენციებსა და პროექტირებასთან დაკავშირებულ ტექნიკურ დეტალებში.

ვაკანტური ადგილის დასაკავებლად პრეტენდენტს უნდა შეეძლოს:

  • ნახაზების შესრულება მაღალი ხარისხით;
  • გრაფიკული ვიზუალიზაცია მაღალი ხარისხით;
  • კომპანიის საპროექტო დოკუმენტაციის დახვეწა / განვითარება, შესაბამისი სტანდარტების შემუშავება;
  • საკუთარი იდეებისა და ნამუშევრის ეფექტური გადმოცემა / წარდგენა როგორც ვერბალურ ისე 2D/3D ფორმატში.
  • თვითგანვითარება და პროექტირების სფეროში არსებული გამოწვევებიდან გამომდინარე კვალიფიკაციის ამაღლება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მოთხოვნილი კვალიფიკაციის შესაბამისი უმაღლესი განათლება (აუცილებელია);
  • ინტერიერის დიზაინერის პოზიციაზე სამუშაო გამოცდილება (აუცილებელია);
  • ქართული ენის ცოდნა (სრულყოფილად);
  • ინგლისური ენის ცოდნა (დამაკმაყოფილებლად).
საკვალიფიკაციო პროგრამები:

  • AutoCad (საბაზისო);
  • ArchiCad (სრულყოფილად);
  • 3Ds Max (სრულყოფილად);
  • V-Ray / Corona (სრულყოფილად);
  • PhotoShop (სრულყოფილად);
  • საოფისე პროგრამები (სრულყოფილად).
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • საპროექტო ობიექტის შესწავლა;
  • აზომვითი ნახაზის მომზადება;
  • დამკვეთთან ურთიერთობა და მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით მაღალი ხარისხის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება;
  • საჭიროების შემთხვევაში მასალების შერჩევა და საავტორო ზედამხედველობა;
  • სრული საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება (ვიზუალიზაცია, მუშა ნახაზები, კვანძები, სპეციფიკაციები).
პიროვნული თვისებები:

  • შემოქმედებითი ხედვა, დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი და შედეგზე ორიენტირებულობა;
  • მოცემული დავალების სწორად გაანალიზებისა და დროის ოპტიმალურად გადანაწილების უნარი;
  • სწრაფი და ანალიტიკური აზროვნება;
  • პუნქტუალურობა;
  • კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი;
კანდიდატს ხაზგასმით მოეთხოვება პასუხისმგებლობა მასზე დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობების ჯეროვნად შესრულებასა და მასთან უშუალო კავშირში არსებულ საკითხებზე. საკვალიფიკაციო მოთხოვნები, ფუნქცია-მოვალეობები და პიროვნული თვისებები არის აუცილებელი პირობა რასაც უნდა აკმაყოფილებდეს კანდიდატი მოცემულ პოზიციაზე განსახილველად.

პირობები:

  • სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე [ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით];
  • სამუშაო საათები: 10:00-19:00 [შესვენების 1 საათის გათვალისწინებით];
  • სამუშაო ადგილი: დ. აღმაშენებლის გამზირი 61; ბიზნეს ცენტრი "მოზაიკა";
  • ხელშეკრულების ხანგრძლივობა: 1 წელი;
  • გამოსაცდელი ვადა: 6 თვე [ანაზღაურებადი];
  • ანაზღაურება: 1500-2000 ლარი; გამოსაცდელი ვადის ამოწურვის შემდეგ ბონუსი ყოველი ჯეროვნად დასრულებული პროექტიდან. კონკრეტული ანაზღაურება განისაზღვრება კვალიფიკაციის შესაბამისი გონივრული ოდენობით.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა მოგვაწოდეთ რეზიუმე და სამოტივაციო წერილი (მოწერის მოტივი) ფოტოსურათით და ნამუშევრებით (პორტფოლიო).

გთხოვთ, სამოტივაციო წერილით / რეზიუმეთი მოგვაწოდოთ ინფორმაცია პიროვნული თუ პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებით თქვენი მიმდინარე თუ წარსული შედეგების შესახებ (პროექტები; კონკურსები; კონფერენციები; ნომინაციები; კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები და ა.შ.). 

ვაკანსიაში მოთხოვნილი ინფორმაციის პორტფოლიოსა და რეზიუმეში წარმოდგენის გარეშე თქვენი წინადადება დარჩება განუხილველი.

კანდიდატის შერჩევა მოხდება რამდენიმე ეტაპად:

  • რეზიუმეების გადარჩევა;
  • ინტერვიუების ჩანიშვნა შერჩეულ კანდიდატებთან;
  • ტესტირება;
  • გამოსაცდელი დავალება.
უკუკავშირი შემდეგ ეტაპებზე გადასვლასთან დაკავშირდებით მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
Location
61 დავით აღმაშენებელის გამზირი, თბილისი, საქართველო
Socials
08 August - 07 September