იდეალურ კანდიდატს უნდა ჰქონდეს შესანიშნავი შემოქმედებითი აზროვნების უნარი, კარგად უნდა ერკვეოდეს ინტერიერის დიზაინის სტილებში, ტენდენციებსა და პროექტირებასთან დაკავშირებულ ტექნიკურ დეტალებში.
სტაჟირების გასავლელად პრეტენდენტს უნდა შეეძლოს:
- ნახაზების შესრულება და კომპანიის მიმდინარე პროექტებში საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების პროცესში მონაწილეობა;
- გრაფიკული ვიზუალიზაცია მაღალი ხარისხით;
- საკუთარი იდეებისა და ნამუშევრის ეფექტური გადმოცემა / წარდგენა როგორც ვერბალურ ისე 2D/3D ფორმატში.
- თვითგანვითარება და პროექტირების სფეროში არსებული გამოწვევებიდან გამომდინარე კვალიფიკაციის ამაღლება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მოთხოვნილი კვალიფიკაციის შესაბამისი უმაღლესი განათლება [აუცილებელია];
- მსგავს პოზიციაზე სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- ქართული ენის ცოდნა [სრულყოფილად];
- ინგლისური ენის ცოდნა [დამაკმაყოფილებლად].
საკვალიფიკაციო პროგრამები:
- AutoCad [საბაზისო];
- ArchiCad [საბაზისო];
- 3Ds Max [სრულყოფილად];
- V-Ray / Corona [სრულყოფილად];
- PhotoShop [საბაზისო];
- საოფისე პროგრამები [სრულყოფილად].
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- საპროექტო ობიექტის შესწავლა;
- აზომვითი ნახაზის მომზადება;
- დამკვეთთან ურთიერთობა და მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით მაღალი ხარისხის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება;
- საჭიროების შემთხვევაში მასალების შერჩევა და შესწავლა;
პიროვნული თვისებები:
- შემოქმედებითი ხედვა, დეტალებზე ორიენტირებულობა;
- პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი და შედეგზე ორიენტირებულობა;
- მოცემული დავალების სწორად გაანალიზებისა და დროის ოპტიმალურად გადანაწილების უნარი;
- სწრაფი და ანალიტიკური აზროვნება;
- პუნქტუალურობა;
- კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი;
- სწავლისა და განვითარების მაღალი სურვილი.
- კანდიდატს ხაზგასმით მოეთხოვება პასუხისმგებლობა მასზე დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობების ჯეროვნად შესრულებასა და მასთან უშუალო კავშირში არსებულ საკითხებზე. საკვალიფიკაციო მოთხოვნები, ფუნქცია-მოვალეობები და პიროვნული თვისებები არის აუცილებელი პირობა, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს კანდიდატი მოცემულ პოზიციაზე განსახილველად.
პირობები:
- სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე [ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით] ან/და მოქნილი გრაფიკით;
- სამუშაო საათები: 10:00-19:00 [შესვენების 1 საათის გათვალისწინებით] ან/და შეთანხმებით;
- სამუშაო ადგილი: დ. აღმაშენებლის გამზირი 61; ბიზნეს ცენტრი "მოზაიკა" ან/და დისტანციურად;
- სტაჟირების ვადა: 3 თვე [ანაზღაურებადი];
- ანაზღაურება: 300 ლარი ან/და შეთანხმებით;
დაინტერესებულმა კანდიდატებმა მოგვაწოდეთ რეზიუმე და სამოტივაციო წერილი [მოწერის მოტივი] ფოტოსურათით და ნამუშევრებით [პორტფოლიო].
გთხოვთ, სამოტივაციო წერილით/რეზიუმეთი მოგვაწოდოთ ინფორმაცია პიროვნული თუ პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებით თქვენი მიმდინარე თუ წარსული შედეგების შესახებ (პროექტები; კონკურსები; კონფერენციები; ნომინაციები; კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები და ა.შ.).
ვაკანსიაში მოთხოვნილი ინფორმაციის პორტფოლიოსა და რეზიუმეში წარმოდგენის გარეშე თქვენი წინადადება დარჩება განუხილველი.
კანდიდატის შერჩევა მოხდება რამდენიმე ეტაპად:
- რეზიუმეების გადარჩევა;
- ინტერვიუების ჩანიშვნა შერჩეულ კანდიდატებთან;
- ტესტირება;
- გამოსაცდელი დავალება.
უკუკავშირი შემდეგ ეტაპებზე გადასვლასთან დაკავშირდებით მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებებს!