Standart

ინტერიერის დიზაინერი - სტაჟირება

08 August - 07 September
Details
Address
61 დავით აღმაშენებელის გამზირი, თბილისი
Salary
300 ₾
Employment type
Full time
Working type
Not specified
Working hours
10:00 - 19:00
Languages
ქართული, English
Education
Bachelor
Skills
შემოქმედებითი ხედვა, დეტალებზე ორიენტირებულობა, კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი

Vacancy description

არქიტექტურისა და ინტერიერის დიზაინის საპროექტო "MON ARCH" აცხადებს სტაჟირებას დასაქმების პერსპექტივით ინტერიერის დიზაინერის პოზიციაზე.

იდეალურ კანდიდატს უნდა ჰქონდეს შესანიშნავი შემოქმედებითი აზროვნების უნარი, კარგად უნდა ერკვეოდეს ინტერიერის დიზაინის სტილებში, ტენდენციებსა და პროექტირებასთან დაკავშირებულ ტექნიკურ დეტალებში.

სტაჟირების გასავლელად პრეტენდენტს უნდა შეეძლოს:

  • ნახაზების შესრულება და კომპანიის მიმდინარე პროექტებში საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების პროცესში მონაწილეობა;
  • გრაფიკული ვიზუალიზაცია მაღალი ხარისხით;
  • საკუთარი იდეებისა და ნამუშევრის ეფექტური გადმოცემა / წარდგენა როგორც ვერბალურ ისე 2D/3D ფორმატში.
  • თვითგანვითარება და პროექტირების სფეროში არსებული გამოწვევებიდან გამომდინარე კვალიფიკაციის ამაღლება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მოთხოვნილი კვალიფიკაციის შესაბამისი უმაღლესი განათლება [აუცილებელია];
  • მსგავს პოზიციაზე სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • ქართული ენის ცოდნა [სრულყოფილად];
  • ინგლისური ენის ცოდნა [დამაკმაყოფილებლად].
საკვალიფიკაციო პროგრამები:

  • AutoCad [საბაზისო];
  • ArchiCad [საბაზისო];
  • 3Ds Max [სრულყოფილად];
  • V-Ray / Corona [სრულყოფილად];
  • PhotoShop [საბაზისო];
  • საოფისე პროგრამები [სრულყოფილად].
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • საპროექტო ობიექტის შესწავლა;
  • აზომვითი ნახაზის მომზადება;
  • დამკვეთთან ურთიერთობა და მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით მაღალი ხარისხის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება;
  • საჭიროების შემთხვევაში მასალების შერჩევა და შესწავლა;
პიროვნული თვისებები:

  • შემოქმედებითი ხედვა, დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი და შედეგზე ორიენტირებულობა;
  • მოცემული დავალების სწორად გაანალიზებისა და დროის ოპტიმალურად გადანაწილების უნარი;
  • სწრაფი და ანალიტიკური აზროვნება;
  • პუნქტუალურობა;
  • კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი;
  • სწავლისა და განვითარების მაღალი სურვილი.
  • კანდიდატს ხაზგასმით მოეთხოვება პასუხისმგებლობა მასზე დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობების ჯეროვნად შესრულებასა და მასთან უშუალო კავშირში არსებულ საკითხებზე. საკვალიფიკაციო მოთხოვნები, ფუნქცია-მოვალეობები და პიროვნული თვისებები არის აუცილებელი პირობა, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს კანდიდატი მოცემულ პოზიციაზე განსახილველად.
პირობები:

  •  სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე [ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით] ან/და მოქნილი გრაფიკით;
  •  სამუშაო საათები: 10:00-19:00 [შესვენების 1 საათის გათვალისწინებით] ან/და შეთანხმებით;
  •  სამუშაო ადგილი: დ. აღმაშენებლის გამზირი 61; ბიზნეს ცენტრი "მოზაიკა" ან/და დისტანციურად;
  •  სტაჟირების ვადა: 3 თვე [ანაზღაურებადი];
  •  ანაზღაურება: 300 ლარი ან/და შეთანხმებით;
დაინტერესებულმა კანდიდატებმა მოგვაწოდეთ რეზიუმე და სამოტივაციო წერილი [მოწერის მოტივი] ფოტოსურათით და ნამუშევრებით [პორტფოლიო].

გთხოვთ, სამოტივაციო წერილით/რეზიუმეთი მოგვაწოდოთ ინფორმაცია პიროვნული თუ პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებით თქვენი მიმდინარე თუ წარსული შედეგების შესახებ (პროექტები; კონკურსები; კონფერენციები; ნომინაციები; კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები და ა.შ.).

ვაკანსიაში მოთხოვნილი ინფორმაციის პორტფოლიოსა და რეზიუმეში წარმოდგენის გარეშე თქვენი წინადადება დარჩება განუხილველი.

კანდიდატის შერჩევა მოხდება რამდენიმე ეტაპად:

  •  რეზიუმეების გადარჩევა;
  •  ინტერვიუების ჩანიშვნა შერჩეულ კანდიდატებთან;
  •  ტესტირება;
  •  გამოსაცდელი დავალება.
უკუკავშირი შემდეგ ეტაპებზე გადასვლასთან დაკავშირდებით მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებებს!
Location
61 დავით აღმაშენებელის გამზირი, თბილისი, საქართველო
Socials
08 August - 07 September