Standard

დღის და ღამის ცვლის უნივერსალური ოპერატორი

09 August - 08 September
Details
Address
ვარდების რევოლუციის მოედანი, თბილისი
Salary
Not specified
Employment type
Not specified
Working type
Not specified
Working hours
Not specified
Languages
ქართული, English, Русский
Experience
1-2 years
Education
Bachelor
Skills
პასუხისმგებლობის გრძნობა, კომუნიკაბელურობა

Vacancy description

სს „სილქ როუდ ბანკი“ აცხადებს ვაკანსიას თბილისში დღის და ღამის ცვლის უნივერსალური ოპერატორის პოზიციაზე 24 საათიანი სამუშაო  გრაფიკის მქონე სერვის-ცენტრში. 
შერჩეული კანდიდატები გაივლიან ანაზღაურებად სტაჟირებას.

სამუშაო ადგილი: თბილისი, რესპუბლიკის მოედანი # 1(სასტუმრო რედისონი)
სამუშაო განაკვეთი: მცოცავი გრაფიკი, ღამის ცვლის გათვალისწინებით;

დამატებითი ბენეფიტები:

  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • სასიამოვნო სამუშაო გარემო.
პროფესიული მოვალეობანი:

  • ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის საოპერაციო და საკასო მომსახურების გაწევა ბანკში არსებული მომსახურების წესებისა და სტანდარტების  სრული დაცვით;
  • მომხმარებლებისათვის კონსულტაციის გაწევა;
  • სხვა ქმედებები/ოპერაციები ბანკში დადგენილი პროცედურების შესაბამისად.
სამუშაო გამოცდილება:

  • სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება;
  • სასურველია საბანკო სფეროში მუშაობის გამოცდილება.
განათლება: 

  • განათლება - უმაღლესი, ასევე განიხილებიან დამამთავრებელი კურსის სტუდენტები;
  • უპირატესობა მიენიჭებათ ეკონომიკის,  ფინანსების, საბანკო საქმის მიმართულების განათლების მქონე პირებს.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სასურველია ინგლისური და რუსული ენის ცოდნა სასაუბრო დონეზე; 
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა.
უნარები და პიროვნული მახიასიათებლები:

  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • ორგანიზებულობა და შედეგზე ორიენტირებულობა; 
  • დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი; 
  • კომუნიკაბელურობა, გუნდურობა; 
  • დეტალებზე ორიენტირებულობა.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV.

გაცნობებთ, რომ ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შემდგომი დასაქმების მიზნით, სს „სილქ როუდ ბანკი“ ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონის შესაბამისად. ვაკანსიაზე CV-ის გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას, ბანკის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების თაობაზე.
Location
ზაარბრიუკენის მოედანი, თბილისი, საქართველო
Socials
09 August - 08 September