შპს "თაბორი რიზორთსი" - საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდის პროექტი აცხადებს ვაკანსიას უმცროსი მექანიკოსის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, შინდისის გზა, თაბორის ტერიტორია
განაკვეთი: სრული
http://gcfund.ge/en/gtdf/10/Paragraph-Golf-%26-Spa-Resort-Tabori-Hill
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- გოლფის მოედნების ტექნიკური აღჭურვილობის ინსპექტირება, დიაგნოსტიკა და რემონტი
- გოლფის მოედნის თანამშრომელთა ინსტრუქტაჟი ტექნიკური აღჭურვილობის შენახვის, სათანადო წმენდასა და უსაფრთხოდ ფუნქციონირებასთან დაკავშირებით საჭიროების შემთხვევაში;
- ტექნიკური აღჭურვილობის სწორი ექსპლუატაცია და შეკეთება
- ტექნიკური აღჭურვილობისა და ინვენტარის შესყიდვის, საექსპლუატაციო ხარჯებსა და სარემონტო სამუშაოებზე ჩანაწერების წარმოება საჭიროების შემთხვევაში;
- უშუალო ხელმძღვანელის მხრიდან მიცემული დავალებების შესრულება, თანამშრომლის კვალიფიკაციის და კომპეტენციის ფარგლებში;
- ობიექტზე უსაფრთხოების ნორმების დაცვა;
საჭირო კვალიფიკაცია & უნარები:
- პროფესიული ტექნიკური განათლება
- მსუბუქი და მძიმე ტექნიკის და საავტომობილო მოწყობილობების ტექნიკურ დონეზე ცოდნა
- მექანიკური პრობლემების დიაგნოსტიკის უნარი;
- შიდა წვის ძრავებისა და სათიბი მოწყობილობების თეორიული და ექსპლუატაციის დონეზე ცოდნა
- B კატეგორიის მართვის მოწმობა
- გუნდში და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
- გამართული კომუნიკაციის უნარი
- დოკუმენტაციის წარმოების გამოცდილება
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი განახლებული რეზიუმე/CV.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.