სტანდარტული

ინგლისურის მასწავლებელი

15 აგვისტო - 27 სექტემბერი
დეტალები
მისამართი
დელისის II ქუჩა, თბილისი
ხელფასი
არ არის მითითებული
დასაქმების ტიპი
საათობრივი
სამუშაოს ტიპი
საოფისე
სამუშაო საათები
არ არის მითითებული
განათლება
ბაკალავრი

ვაკანსიის აღწერა

ლოგიკმეტრი ორგანიზაციაა, რომელიც თანამედროვე მეთოდოლოგიასა და მიდგომებზე დაყრდნობით  ასწავლის სახალისო ინგლისურს, მათემატიკას, წიგნიერებას და რობოტექნიკას. ჩვენი მიზანია, დავეხმაროთ ბავშვებს არა მხოლოდ სკოლის პროგრამის უკეთ ათვისებასა და დაძლევაში, არამედ დამოუკიდებლად სწავლის უნარების გამომუშავებაში.

ჩვენ ვეძებთ ერთგულ და გამოცდილ ინგლისურის მასწავლებელს, რომელიც შემოუერთდება ჩვენს გუნდს. როგორც ინგლისურის მასწავლებელს, მოგეთხოვებათ ჩაატაროთ გაკვეთილები, რომლებიც ავითარებს მოსწავლეთა თეორიულ და გამოყენებით უნარებს. ასევე, პასუხისმგებელი იქნებით საშინაო დავალების გაცემაზე, დავალებებისა და აქტივობების შეფასებაზე და სტუდენტების პროგრესის დოკუმენტირებაზე.

მთავარი პირობები:


განაკვეთი: არასრული

სამუშაო დღეები: შეთანხმებით (ცვალებადი)

ანაზღაურება: შეთანხმებით (კვალიფიკაციის, გრაფიკისა და პერიოდის გათვალისწინებით)


საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება განათლების მეცნიერებების, უცხო ენების, პედაგოგიკის ან სხვა რელევანტური მიმართულებით;
  • მოსწავლეებთან მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება (სკოლაში მუშაობა ჩაითვლება უპირატესობად);
  • სწავლების თანამედროვე დასავლური მეთოდოლოგიებისა და მიდგომების მაღალ დონეზე ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;

პროფესიული და პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • კეთილგანწყობა, პოზიტიურობა, გაწონასწორებულობა;
  • კრეატიულობა;
  • გუნდურობა და ჯგუფის მართვა; 
  • ორგანიზებულობა და მოწესრიგებულობა;
  • ვერბალური და წერილობითი კომუნიკაცია მაღალ დონეზე 
  • დეტალებზე ორიენტირება
  • პუნქტუალურობა;
  • საუკეთესო სასწავლო პრაქტიკებისადმი ინტერესი, დანერგვის სურვილი და თვითგანვითარებაზე ზრუნვა
  • კომპიუტერული უნარ-ჩვევები (Microsoft office)
  • დამატებითი პროგრამების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად. 

თუ ფიქრობთ, რომ აკმაყოფილებთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს და გსურთ, გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.


დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს, რომლებთანაც ჩატარდება გასაუბრება. 

კატეგორია
განათლება
სლოგანი
ავარჯიშე გონება
მისამართი
დელისის II ქუჩა, თბილისი, საქართველო
სოციალური ქსელები
15 აგვისტო - 27 სექტემბერი