ჰოსტესი - სტამბა

14 მერაბ კოსტავას ქუჩა, თბილისი
16 აგვისტო - 17 სექტემბერი

ვაკანსიის აღწერა

კაფე „სტამბა“ აცხადებს ვაკანსიას ჰოსტესის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

  • სტუმრებთან ღიმილიანი მისალმება; 
  • რესტორნის მაგიდებზე ჯავშნების მიღება და განთავსება, დაშვებული სტუმრების შეზღუდული რაოდენობის გათვალისწინება; 
  • თავისუფალი მაგიდის არ არსებობის შემთხვევაში მომლოდინე სტუმრის მონაცემების ჩანიშვნა და უკუკავშირი მაგიდის გათავისუფლებისთანავე. 
  • სატელეფონო ჯავშნების მიღება და ჩანიშვნა. 
  • გაწეული მომსახურების შემდეგ სტუმრების აზრის გამოკითხვა და მიღებული ინფორმაციის გათვალისწინება;
საჭირო უნარები: 

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • გამართული მეტყველება ქართულ და ინგლისურ ენაზე, სხვა ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • მაღალი პასუხიმგებლობის გრძნობა;
  • რამდენიმე დავალების კოორდინირების უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 15 სექტემბრამდე.
 
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს „აჭარა ჯგუფმა“  მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
დეტალები
ენები
ქართული, English
უნარები
გუნდური მუშაობის უნარი, დეტალებზე ორიენტირებულობა
დამსაქმებლის შესახებ
კატეგორია
ჰორეკა, ტურიზმი
მისამართი
14 მერაბ კოსტავას ქუჩა, თბილისი, საქართველო
სოციალური ქსელები
16 აგვისტო - 17 სექტემბერი