სტანდარტული

კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი

19 აგვისტო - 27 სექტემბერი
დეტალები
მისამართი
158 დავით აღმაშენებელის გამზირი, თბილისი
ხელფასი
არ არის მითითებული
დასაქმების ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაოს ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაო საათები
არ არის მითითებული
ენები
ქართული, English
გამოცდილება
1-2 წელი
განათლება
ბაკალავრი
უნარები
გამართული ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა

ვაკანსიის აღწერა

სკანდინავიური ბრენდი JYSK არის საერთაშორისო საცალო სავაჭრო ქსელი, რომელიც ოპერირებს „ყველაფერი სახლისთვის“ პრინციპით.
დღეს JYSK მოიცავს 3100-ზე მეტ მაღაზიას 49 ქვეყანაში, JYSK-ს აქვს ყოველთვის საუკეთესო შეთავაზება და კომპეტენტური სერვისი.

JYSK აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

  • კორპორატიული კლიენტების ბაზის განვითარება;
  • პოტენციურ კლიენტებთან მოლაპარაკება, შემდგომი კომუნიკაცია და პროდუქტის შეთავაზება;
  • არსებული და ახალი კლიენტებისთვის სწრაფი და ეფექტური მომსახურების უზრუნველყოფა;
  • სხვადასხვა სახის კორპორატიული შეთავაზებების, აქციების მომზადება. 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • კორპორატიული გაყიდვების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება; 
  • ინგლისური ენის ცოდნა (დამატებითი უცხო ენის ფლობა ჩაითვლება უპირატესობად) ;
  • საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა;
  • სასურველია APEX-ის პროგრამის ცოდნა
საჭირო უნარ-ჩვევები:

  • გამართული ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
  • მოლაპარაკების წარმოების უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ორგანიზებულობა.
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "JYSK” “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

გისურვებთ წარმატებას!
მისამართი
158 დავით აღმაშენებელის გამზირი, თბილისი, საქართველო
სოციალური ქსელები
19 აგვისტო - 27 სექტემბერი