ონლაინ ჰიპერმარკეტი ვილი დაინტერესებულ პირებს გთავაზობთ პროდუქციის ამგროვებლის პოზიციაზე დასაქმებას.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
შემოსული შეკვეთების აგროვება;
საწყობში მიღებული პროდუქციის შესყიდვა-დალოკაციება;
სამუშაო გამოცდილებას არ ვითხოვთ!
მზად ვართ შეგასწავლოთ საქმე, რომელიც სულ უფრო მოთხოვნადი ხდება ბაზარზე. პროდუქციის აგროვების, შესყიდვისა და დალოკაციების პროცესი წარიმართება ე.წ. „პოკეტის“ მეშვეობით.
პერსონალური უნარ-ჩვევები:
დროის ეფექტურად მართვა;
საქმის სწრაფად და ხარისხიანად შესრულების უნარი;
მოწესრიგებული, პუნქტუალური და პასუხისმგებლიანი;
შრომისმოყვარე; თავაზიანი, პოზიტიური.
ჩვენთან დაგხვდება:
ინოვაციებზე ორიენტირებული გუნდი;
სტაბილური, კომფორტული და მეგობრული სამუშაო გარემო;
ფიქსირებული ანაზღაურება: 800 ლარი + ბონუსი
სამუშაო განრიგი: 10:00-19:00 სთ, კვირაში 5 დღე.
თუ დაინტერესდი და შენი პროფილი შეესაბამება პოზიციის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, გაგვიზიარე რეზიუმე.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. გისურვებთ წარმატებას და გელით ჩვენს გუნდში!