Standart

კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი (სპეც.ტექნიკის მიმართულებით)

22 August - 21 September
Details
Address
142 ჯავახეთის ქუჩა, თბილისი
Salary
1000-2000 ₾
Employment type
Not specified
Working type
Not specified
Working hours
Not specified
Languages
ქართული, English, Español
Experience
1-2 years
Education
Bachelor
Skills
კომუნიკაციისა და დარწმუნების უნარი, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა

Vacancy description

კომპანია ასპ-გრუპი აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე სპეც.ტექნიკის მიმართულებით

ასპ-გრუპის საქმიანობას წარმოადგენს ავტომობილების, სოფლის მეურნეობის, სამშენებლო და სპეც–დანიშნულების ტექნიკის რეალიზაცია, მასთან დაკავშირებული სათადარიგო ნაწილების იმპორტი და სრული სერვისული მომსახურების გაწევა. კომპანიას 20 წლიანი სამუშაო გამოცდილება გააჩნია აღნიშნულ სფეროში. 
კომპანიის ვებ-გვერდი: https://aspgroup.ge/
კომპანიის Facebook-გვერდი: https://www.facebook.com/aspgroupge

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • გაყიდვების ინდივიდუალური სტრატეგიის შემუშავება და შესრულება;
  • გაყიდვების ანალიზი და წინადადებების მომზადება სპეც. ტექნიკის და მათი სათადარიგო ნაწილების გაყიდვების გაზრდის მიზნით;
  • არსებული მოთხოვნების დამუშავება და შეთავაზებების მომზადება;
  • სპეც. ტექნიკის გაყიდვების ყოველთვიური და წლიური გეგმების შესრულება;
  • კომპანიისთვის საჭირო სპეც. ტექნიკის დანადგარების მოძიება და გაყიდვა;
  • პოტენციური კლიენტების მოძიება ყველა საჭირო წყაროს გამოყენებით;
  • კლიენტებთან მოლაპარაკებების წარმოება და მათი დაინტერესება არსებული პროდუქტებით და მომსახურებით;
  • მუდმივი კავშირი კორპორატიულ კლიენტებთან, მათთვის სიახლეების გაცნობა, ახალი პროდუქტებისა და სერვისის შეთავაზება;
  • მოზიდული კლიენტების მომსახურება და შენარჩუნებაზე ზრუნვა;
  • კლიენტთა ხელშეკრულების პირობების შესრულების მუდმივი მონიტორინგი (დებიტორული დავალიანების კონტროლი);
  • კომპანიისთვის საინტერესო, თემატური ტენდერების მოძიება, მონაწილეობის მიღება და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება;
  • ბაზარზე არსებული სიახლეების მოძიება და კონკურენტების ანალიზი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სავალდებულოა მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • სავალდებულოა მართვის მოწმობის B კატეგორიის ფლობა;
  • სატვირთო ავტომობილების ტექნიკური პარამეტრების ცოდნა;
  • ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა;
  • MS (word, excel, outlook) Office პროგრამების ცოდნა.
კომპანია ასევე განიხილავს მანქანათმშენებლობის, საინჟინრო ფაკულტეტის სტუდენტებს/კურსდამთავრებულებს და  ტექნიკური განათლების მქონე კანდიდატებს;

პიროვნული თვისებები:

  • საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი;
  • გუნდში და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
  • კომუნიკაციისა და დარწმუნების უნარი;
  • ეფექტური პრეზენტაციის ჩატარების უნარი;
  • მოლაპარაკების წარმოების უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტირებული.
ანაზღაურება:

  • გამოსაცდელი ვადის პერიოდში: 1000-2000 ლარამდე (გაიზრდება ეტაპობრივად)
  • გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ ფიქსირებული: 2000 ლარი+პრემია
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV.

გამოხმაურება მოხდება მხოლოდ საკვალიფიკაციო მითხოვნების შესაბამის კანდიდატებთან. 

გისურვებთ წარმატებებს!
Location
142 ჯავახეთის ქუჩა, თბილისი, საქართველო
Socials
22 August - 21 September