კომპანია ასპ-გრუპი აცხადებს ვაკანსიას ინვენტარიზაციის სპეციალისტის პოზიციაზე
ასპ-გრუპის საქმიანობას წარმოადგენს ავტომობილების, სოფლის მეურნეობის, სამშენებლო და სპეც–დანიშნულების ტექნიკის რეალიზაცია, მასთან დაკავშირებული სათადარიგო ნაწილების იმპორტი და სრული სერვისული მომსახურების გაწევა. კომპანიას 20 წლიანი სამუშაო გამოცდილება გააჩნია აღნიშნულ სფეროში.
კომპანიის ვებ-გვერდი: https://aspgroup.ge/
კომპანიის Facebook-გვერდი: https://www.facebook.com/aspgroupge
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
წინასწარ განსაზღვრული გრაფიკის მიხედვით კომპანიის სარეალიზაციო/სასაწყობე ობიექტების მატერიალური ფასეულობების გეგმიური/არაგეგმიური ინვენტარიზაცია;
ინვენტარიზაციის შედეგების დამუშავება და ანალიზი;
ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგების მიხედვით, შესაბამისი დოკუმენტაციის შედგენა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
სავალდებულოა ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
სავალდებულოა MS Office პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (მონაცემების დამუშავება ხდება ექსელში)
სავალდებულოა მართვის მოწმობის B კატეგორიის ფლობა;
სასურველია საავტომობილო სფეროში მუშაობის გამოცდილება;