კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი (სატვირთო ავტომობილების მიმართულებით)

142 ჯავახეთის ქუჩა, თბილისი
1-2 წელი
22 აგვისტო - 21 სექტემბერი

ვაკანსიის აღწერა

კომპანია ასპ-გრუპი აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე სატვირთო ავტომობილების მიმართულებით

ასპ-გრუპის საქმიანობას წარმოადგენს ავტომობილების, სოფლის მეურნეობის, სამშენებლო და სპეც–დანიშნულების ტექნიკის რეალიზაცია, მასთან დაკავშირებული სათადარიგო ნაწილების იმპორტი და სრული სერვისული მომსახურების გაწევა. კომპანიას 20 წლიანი სამუშაო გამოცდილება გააჩნია აღნიშნულ სფეროში. 
კომპანიის ვებ-გვერდი: https://aspgroup.ge/
კომპანიის Facebook-გვერდი: https://www.facebook.com/aspgroupge

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • გაყიდვების ინდივიდუალური სტრატეგიის შემუშავება და შესრულება;
  • გაყიდვების ანალიზი და წინადადებების მომზადება სატვირთო ავტომობილების და მათი სათადარიგო ნაწილების გაყიდვების გაზრდის მიზნით;
  • არსებული მოთხოვნების დამუშავება და შეთავაზებების მომზადება;
  • სატვირთო ავტომობილების გაყიდვების ყოველთვიური და წლიური გეგმების შესრულება;
  • კომპანიისთვის საჭირო სატვირთო მანქანების დანადგარების მოძიება და გაყიდვა;
  • პოტენციური კლიენტების მოძიება ყველა საჭირო წყაროს გამოყენებით;
  • კლიენტებთან მოლაპარაკებების წარმოება და მათი დაინტერესება არსებული პროდუქტებით და მომსახურებით;
  • მუდმივი კავშირი კორპორატიულ კლიენტებთან, მათთვის სიახლეების გაცნობა, ახალი პროდუქტებისა და სერვისის შეთავაზება;
  • მოზიდული კლიენტების მომსახურება და შენარჩუნებაზე ზრუნვა;
  • კლიენტთა ხელშეკრულების პირობების შესრულების მუდმივი მონიტორინგი (დებიტორული დავალიანების კონტროლი);
  • კომპანიისთვის საინტერესო, თემატური ტენდერების მოძიება, მონაწილეობის მიღება და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება;
  • ბაზარზე არსებული სიახლეების მოძიება და კონკურენტების ანალიზი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სავალდებულოა მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • სავალდებულოა მართვის მოწმობის B კატეგორიის ფლობა;
  • სატვირთო ავტომობილების ტექნიკური პარამეტრების ცოდნა;
  • ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა;
  • MS (word, excel, outlook) Office პროგრამების ცოდნა.
კომპანია ასევე განიხილავს მანქანათმშენებლობის, საინჟინრო ფაკულტეტის სტუდენტებს/კურსდამთავრებულებს და  ტექნიკური განათლების მქონე კანდიდატებს;

პიროვნული თვისებები:

  • საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი;
  • გუნდში და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
  • კომუნიკაციისა და დარწმუნების უნარი;
  • ეფექტური პრეზენტაციის ჩატარების უნარი;
  • მოლაპარაკების წარმოების უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტირებული.
ანაზღაურება:

  • გამოსაცდელი ვადის პერიოდში: 1000-2000 ლარამდე (გაიზრდება ეტაპობრივად)
  • გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ: ფიქსირებული 2000 ლარი+პრემია
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV.

გამოხმაურება მოხდება მხოლოდ საკვალიფიკაციო მითხოვნების შესაბამის კანდიდატებთან. 

გისურვებთ წარმატებებს!
დეტალები
ხელფასი
1000-2000 ₾
ენები
ქართული, English, Русский
გამოცდილება
1-2 წელი
უნარები
საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი, ეფექტური პრეზენტაციის ჩატარების უნარი
დამსაქმებლის შესახებ
მისამართი
142 ჯავახეთის ქუჩა, თბილისი, საქართველო
სოციალური ქსელები
22 აგვისტო - 21 სექტემბერი