betlive.club არის საქართველოში ყველაზე ინოვაციური და მომხმარებელზე ორიენტირებული სათამაშო სივრცეების ქსელი, რომელიც თავის მომხმარებლებს სთავაზობს ინოვაციურ კონცეფციას, მომსახურებასა და მრავალფეროვან სათამაშო სივრცეებს.
პოზიციის დასახელება: მიმტან-ოპერატორი
სამუშაოს ადგილმდებარეობა: სარფი
სამუშაო გრაფიკი: სპეციფიკური სამუშაო გრაფიკი, რომელიც მოიცავს დღის და ღამის ცვლაში მუშაობას
ძირითადი მოვალეობები:
- მომხმარებლისთვის თანხის განაღდება, შეკვეთების მიღება და მიწოდება.
- მომხმარებელთან კომუნიკაცია, მათთვის პროდუქტებთან და სერვისთან დაკავშირებულ საკითხებზე სრულყოფილი და ზუსტი ინფორმაციის მიწოდება.
- მომხმარებლის პრობლემის იდენტიფიცირება და დახმარება.
- ობიექტის გამართული მუშაობისათვის საჭირო რესურსების დეფიციტის და საჭიროების თაობაზე უშუალო ხელმძღვანელისათვის ინფორმაციის მიწოდება;
- სამუშაო ადგილზე სისუფთავის, სანიტარული და შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვა;
- პროფესიონალურად და დროულად დახმარება კლიენტების ან/და მათი წარმომადგენლებისთვის საჭირო საკითხების გადაწყვეტაში;
- საბარათე სისტემის დეტალური ცოდნა და მის შესახებ კლიენტების ინფორმირება;
საჭირო მოთხოვნები:
- იგივე ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად);
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- პუნქტუალურობა;
- ყურადღება დეტალების მიმართ;
- კომუნიკაბელურობა;
- ქართულ ენაზე გამართული და დახვეწილი მეტყველება;
- ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა (ჩაითვლება უპირატესობად);
- სიახლეებთან და ცვლილებებთან ადაპტაციის კარგი უნარი;
- სამუშაო დროის ეფექტურად განაწილებისა და მართვის უნარ-ჩვევები;
- დაძაბულ რეჟიმში, სწრაფ სამუშაო რიტმში მუშაობის უნარი;
betlive.club გთავაზობთ:
- ჯანმრთელობის კორპორატიულ დაზღვევას;
- Fitpass;
- დრესკოდის უზრუნველყოფას
- სამზარეულოს
- კომპანიისგან სერთიფიცირებულ სასწავლო კურსების უზრუნველყოფას
- სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
- კოლეგიალურ-გუნდურ კოლექტივს;
- პროფესიულ ზრდა/განვითარებას;
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი 800 ლარი და 800 ლარამდე ბონუსი, რომელიც
დამოკიდებულია მიღწეულ მიზნებზე.
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.