სამშენებლო კომპანია "ადლი" 2015 წლიდან ოპერირებს ქართულ სამშენებლო ბაზარზე. კომპანიის საქმიანობა მოიცავს სამშენებლო სფეროს ისეთ ძირითად მიმართულებებს, როგორიცაა: კარკასული მშენებლობა, ფასადის მოწყობა, თერმო და ხმის იზოლაცია, ბრტყელი გადახურვა, , მწვანე გადახურვა, არქიტექტორული მომსახურება, საყალიბე სისტემებისა და მოცულობითი ხარაჩოების დაპროექტება-მონტაჟი, კოშკურა ამწეების მონტაჟი/დემონტაჟი და გეგმიური მომსახურება.
შპს "ადლი" არაერთი საერთაშორისო კომპანიის პარტნიორია. სწორედ ამიტომ, იგი მომხმარებელს მსოფლიოში წამყვანი ბრენდების სამშენებლო და სარემონტო მასალებს სთავაზობს.
სამშენებლო კომპანია "ადლი" აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის ვაკანსიაზე.
სამუშაო განაკვეთი: სრული
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, თ. ერისთავის #1ა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება;
- საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office);
- ინგლისური და რუსული ენების ფლობა;
ძირითადი მოვალეობები:
- ოფისში შემოსულ სატელეფონო ზარებზე პასუხი, მოთხოვნილი ინფორმაციის მიწოდება ან ზარის გადამისამართება შესაბამის განყოფილებებში;
- კომპანიაში მიღებული და გაგზავნილი კორესპონდენციის ადმინისტრირება;
- შემოსული და გასული წერილების რეესტრის წარმოება;
- შემოსული კორესპონდენციის შესაბამის განყოფილებისთვის მიწოდება;
- საფოსტო/საკურიერო კომპანიებთან კომუნიკაცია და გასაგზავნი დოკუმენტების მომზადება/გაფორმება;
- ოფისისთვის საჭირო სამეურნეო/საკანცელარიო ნივთებით მომარაგება;
- ხელმძღვანელობისთვის შეხვედრებისა და თათბირების ორგანიზება;
პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
- ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- შესასრულებელ სამუშაოსა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV.