სტანდარტული

სამშენებლო სამუშაოთა მწარმოებელი

29 აგვისტო - 27 სექტემბერი
დეტალები
მისამართი
1 თორნიკე ერისთავის ქუჩა, თბილისი
ხელფასი
არ არის მითითებული
დასაქმების ტიპი
სრული განაკვეთი
სამუშაოს ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაო საათები
არ არის მითითებული
გამოცდილება
3-5 წელი
განათლება
ბაკალავრი
უნარები
გუნდის მართვის უნარი, ორგანიზებულობა

ვაკანსიის აღწერა

სამშენებლო კომპანია "ადლი" 2015 წლიდან ოპერირებს ქართულ სამშენებლო ბაზარზე. კომპანიის საქმიანობა მოიცავს სამშენებლო სფეროს ისეთ ძირითად მიმართულებებს, როგორიცაა: კარკასული მშენებლობა, ფასადის მოწყობა, თერმო და ხმის იზოლაცია, ბრტყელი გადახურვა, მწვანე გადახურვა, არქიტექტორული მომსახურება, საყალიბე სისტემებისა და მოცულობითი ხარაჩოების დაპროექტება-მონტაჟი, კოშკურა ამწეების მონტაჟი/დემონტაჟი და გეგმური მომსახურება.

სამშენებლო კომპანია "ადლი" აცხადებს ვაკანსიას სამშენებლო სამუშაოთა მწარმოებლის ვაკანსიაზე.

სამუშაო განაკვეთი: სრული
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი

ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება სამშენებლო/საინჟინრო მიმართულებით;
  • სამშენებლო სამუშაოთა მწარმოებლის ან/და მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office, Autocad, Archicad).
ძირითადი მოვალეობები:

  • სამშენებლო სამუშაოების ორგანიზება და შესრულების უზრუნველყოფა;
  • მშენებლობის გეგმა-გრაფიკის შედგენა/შესრულება;
  • სამშენებლო პროცესის კონტროლი საპროექტო დოკუმენტაციის და დადგენილი ნორმების შესაბამისად;
  • სამშენებლო მასალების ხარისხის და რაოდენობის კონტროლი;
  • პროექტის რისკების ანალიზი და მათი პრევენცია;
  • სამშენებლო ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაციის წარმოება;
  • სამშენებლო ობიექტზე უსაფრთხოების ნორმების ცოდნა/დაცვა;
  • ხელმძღვანელ პირებთან ანგარიშგებების წარმოება.
პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

  • გუნდის მართვის უნარი;
  • შეზღუდულ ვადებში მუშაობა;
  • ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
  • შესასრულებელ სამუშაოსა და დეტალებზე ორიენტირებულობა.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV.

გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: www.adli.ge

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის!
მისამართი
1 თორნიკე ერისთავის ქუჩა, თბილისი, საქართველო
სოციალური ქსელები
29 აგვისტო - 27 სექტემბერი