Standart

ადმინისტრაციული დირექტორი

29 August - 27 September
Details
Address
1 თორნიკე ერისთავის ქუჩა, თბილისი
Salary
Not specified
Employment type
Full time
Working type
Not specified
Working hours
Not specified
Experience
1-2 years
Education
Bachelor
Skills
სამუშაოს დაგეგმვის, ორგანიზების და მონიტორინგის უნარი, სამუშაოს ვადების განსაზღვრისა და მისი ეფექტური მართვის უნარი

Vacancy description

სამშენებლო კომპანია "ადლი" 2015 წლიდან ოპერირებს ქართულ სამშენებლო ბაზარზე. კომპანიის საქმიანობა მოიცავს სამშენებლო სფეროს ისეთ ძირითად მიმართულებებს, როგორიცაა: კარკასული მშენებლობა, ფასადის მოწყობა, თერმო და ხმის იზოლაცია, ბრტყელი გადახურვა, , მწვანე გადახურვა, არქიტექტორული მომსახურება, საყალიბე სისტემებისა და მოცულობითი ხარაჩოების დაპროექტება-მონტაჟი, კოშკურა ამწეების მონტაჟი/დემონტაჟი და გეგმიური მომსახურება.

სამშენებლო კომპანია "ადლი" აცხადებს ვაკანსიას - ადმინისტრაციული დირექტორის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, თ. ერისთავის #1
სამუშაო განაკვეთი: სრული

ძირითადი მოვალეობები:

  • კომპანიის სხვადასხვა მიმართულების სამშენებლო პროექტების მართვაში ჩართულობა (დამკვეთი კომპანიის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებების წარმართვა; ბრიგადის წევრებთან კომუნიკაცია;)
  • პროექტში ჩართულ მხარეებთან კომუნიკაცია;
  • თითოეული პროექტის ფარგლებში, პროექტ-მენეჯერებთან ერთად სამშენებლო ნაწილის დეტალური გეგმა-გრაფიკის გაწერა და შესრულების კონტროლი;
  • სამშენებლო მასალებით ობიექტების დროული უზრუნველყოფის კონტროლი;
  • შესასყიდი მასალების რაოდენობის სისწორის კონტროლი;
  • პროექტ-მენეჯერებთან ერთად სამშენებლო ობიექტზე რესურსის სწორად გადანაწილების სისწორის კონტროლი;
  • გეგმების, ნახაზების და მოცულობების გადამოწმება და შესრულებული სამუშაოს ხარისხის კონტროლი. ხარვეზების შემთხვევაში მათი აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად მითითებების მიცემა.
  • კომპანიის ადმინისტრაციული ბიუჯეტის დაგეგმვა, ხარჯვითი ნაწილის კონტროლი;
  • სხვადასხვა ფინანსური გადარიცხვების დანიშნულება/მიზნობრიობის მონიტორინგი;
  • დაქვემდებარებული განყოფილებების მიერ შესრულებული სამუშაოს კონტროლი;
  • ხელმძღვანელის სხვა სამსახურეობრივი დავალებების შესრულება;
ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება საინჟინრო მიმართულებით;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;
პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

  • სამუშაოს დაგეგმვის, ორგანიზების და მონიტორინგის უნარი;
  • ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების და დროის მართვის უნარი;
  • ორგანიზებულობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • სამუშაოს ვადების განსაზღვრისა და მისი ეფექტური მართვის უნარი;
  • კომუნიკაბელურობა და გუნდურად მუშაობის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
  • გუნდის მართვის უნარი;
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV.

გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://www.adli.ge

შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება/შენახვა განხორციელდება 6 თვის ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.
Location
1 თორნიკე ერისთავის ქუჩა, თბილისი, საქართველო
Socials
29 August - 27 September