სტანდარტული

კომერციული მენეჯერი

29 აგვისტო - 28 სექტემბერი
დეტალები
მისამართი
1 თორნიკე ერისთავის ქუჩა, თბილისი
ხელფასი
არ არის მითითებული
დასაქმების ტიპი
სრული განაკვეთი
სამუშაოს ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაო საათები
09:00 - 18:30
გამოცდილება
1-2 წელი
განათლება
ბაკალავრი
უნარები
პროექტის შეფასების უნარი, შესასრულებელ სამუშაოსა და დეტალებზე ორიენტირებულობა

ვაკანსიის აღწერა

სამშენებლო კომპანია "ადლი" 2015 წლიდან ოპერირებს ქართულ სამშენებლო ბაზარზე. კომპანიის საქმიანობა მოიცავს სამშენებლო სფეროს ისეთ ძირითად მიმართულებებს, როგორიცაა: კარკასული მშენებლობა, ფასადის მოწყობა, თერმო და ხმის იზოლაცია, ბრტყელი გადახურვა, , მწვანე გადახურვა, არქიტექტორული მომსახურება, საყალიბე სისტემებისა და მოცულობითი ხარაჩოების დაპროექტება-მონტაჟი, კოშკურა ამწეების მონტაჟი/დემონტაჟი და გეგმიური მომსახურება.

შპს "ადლი" არაერთი საერთაშორისო კომპანიის პარტნიორია. სწორედ ამიტომ, იგი მომხმარებელს მსოფლიოში წამყვანი ბრენდების სამშენებლო და სარემონტო მასალებს სთავაზობს.

სამშენებლო კომპანია "ადლი" აცხადებს ვაკანსიას კომერციული მენეჯერის ვაკანსიაზე.

სამუშაო განაკვეთი: 09:00-18:00
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, თ. ერისთავის #1ა.

ძირითადი მოვალეობები:

  • დეველოპერებთან მოლაპარაკებების ეფექტური წარმოება;
  • ორიენტირება გაყიდვების ზრდაზე;
  • კომპანიის პარტნიორებთან მოლაპარაკებების და ეფექტური სამუშაო პროცესების გამართვა;
  • გამოცხადებული ტენდერებისა და პროექტების მოძიება და ანალიზი;
  • რელევანტური პროექტების დამუშავება და ხელმძღვანელობისთვის წარდგენა;
  • სატენდერო შეთავაზებების, დოკუმენტაციის მომზადება და პროცესების შემდგომი მართვა;
  • ბაზრის კვლევა სამშენებლო მიმართულებით;
  • არსებულ დამკვეთებთან კომუნიკაცია და კომპანიის მხრიდან მომსახურების ხარისხის კონტროლი;
ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (სასურველია საინჟინრო მიმართულებით)
  • მნიშვნელოვანია ბიზნესის განვითარების ან გაყიდვების და მარკეტინგის მიმართულებით გამოცდილება;
პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

  • შეზღუდულ ვადებში მუშაობა;
  • პროექტის შეფასების უნარი;
  • შესასრულებელ სამუშაოსა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV.
მისამართი
1 თორნიკე ერისთავის ქუჩა, თბილისი, საქართველო
სოციალური ქსელები
29 აგვისტო - 28 სექტემბერი