დეტალებზე ორიენტირებულობა, გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი
ვაკანსიის აღწერა
შპს "ტერმინალ ვესტ თრეიდინგი" დაარსდა 2014 წელს. კომპანიის ძირითადი მიმართულებაა სამშენებლო - სარემონტო მასალების და საოჯახო სამეურნო საქონლის საცალო და საბითუმო ვაჭრობა. კომპანია ოპერირებს "დომინო "-ს სავაჭრო ნიშნის ქვეშ და თავის მომხმარებელს წარმოუდგენს 90 000 ზე მეტი დასახელების პროდუქციას.
რეგიონში ყველაზე მასშტაბური DIY ფორმატის სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი "დომინო" წარმოდგენილია სავაჭრო ცენტრ "EAST POINT"-ისა და დიღმის ტერიტორიებზე.
ჰიპერმარკეტი "დომინო" აცხადებს ვაკანსიას ინტერნეტ მაღაზიის განყოფილების ხელმძღვანელის პოზიციაზე
ძირითადი მოვალეობები:
ინტერნეტ მაღაზიის განვითარების სტრატეგიის შემუშავება;
კონკურენტი კომპანიების ანალიზი, ახალი წინადადებების წარდგენა მარკეტინგული სტრატეგიის შესაცვლელად;
ტექნიკურ ჯგუფთან ურთიერთობა, ახალი ფუნქციების მუდმივად შესწავლა, მოთხოვნა-დანერგვის ციკლის სრული კონტროლი;
მომხმარებლის ქცევის ანალიზი Google Analytics-ის გამოყენებით;
კონტენტის დეპარტამენტთან ურთიერთქმედება, დასამატებელი პროდუქციის პრიორიტეტების განსაზღვრა;
პარტნიორ მიწოდების სერვისებთან თანამშრომლობის და პირობების ხარისხის გაუმჯობესება;
პარტნიორი ინტერნეტ მაღაზიებთან B2B ურთიერთობის სრული ციკლის მართვა.
შედეგების ანალიზი და ანგარიშის მომზადება Excel, PowerPoint ფორმატებში როგორც კომპანიის შიგნით, ასევე გარე მომწოდებლებისთვის.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება ტექნიკური განხრით;
მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
ელ. კომერციის მუშაობის სპეციფიკის ცოდნა;
სასაწყობე პროგრამებში მუშაობის გამოცდილება (1C ჩაითვლება უპირატესობად);
რუსული და ინგლისური ენის ცოდნა აუცილებელია;
პიროვნული თვისებები:
დეტალებზე ორიენტირებულობა;
რამდენიმე საკითხზე ერთდროულად მუშაობის უნარი;
გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი;
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
მოტივირებული.
პირობები:
გრაფიკი სრული: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით;
სამუშაო საათები: 10:00-19:00 სთ;
სამუშაო ლოკაცია: სავაჭრო ცენტრ ისთ-ფოინთის ტერიტორია;
სამედიცინო დაზღვევა (ინდივიდუალური ან საოჯახო).
FitPass.
თუ თვლით რომ აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს და გსურთ შეუერთდეთ მოტივირებულ, ზრდაზე ორიენტირებულ გუნდს და პროფესიულად განვითარდეთ, გამოაგზავნეთ თქვენი CV.
თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს "ტერმინალ ვესტ თრეიდინგმა" დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს "ტერმინალ ვესტ თრეიდინგის" ბაზაში 1 წლის ვადით.