შპს "ტერმინალ ვესტ თრეიდინგი" დაარსდა 2014 წელს. კომპანიის
ძირითადი მიმართულებაა სამშენებლო - სარემონტო მასალების და საოჯახო სამეურნო საქონლის
საცალო და საბითუმო ვაჭრობა. კომპანია ოპერირებს "დომინო"-ს სავაჭრო ნიშნის
ქვეშ და თავის მომხმარებელს წარმოუდგენს 90 000 ზე მეტი დასახელების პროდუქციას.
რეგიონში ყველაზე მასშტაბური DIY ფორმატის სამშენებლო და სარემონტო
მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი "დომინო" წარმოდგენილია სავაჭრო ცენტრ
"EAST POINT"-ისა და დიღმის ტერიტორიებზე.
ჰიპერმარკეტი "დომინო" აცხადებს ვაკანსიას ინტერნეტ მაღაზიის
გაყიდვების ხელმძღვანელის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- ინტერნეტ მაღაზიის გაყიდვების გაზრდისთვის სტრატეგიის შემუშავება;
- კონკურენტი კომპანიების ანალიზი, ახალი წინადადებების წარდგენა
მარკეტინგული სტრატეგიის შესაცვლელად;
- SEO ოპტიმიზაციის და საძიებო სისტემებთან ინტეგრაციის მონიტორინგი;
- მომხმარებლის ქცევის ანალიზი Google Analytics-ის გამოყენებით;
- პარტნიორ მიწოდების სერვისებთან თანამშრომლობის და პირობების ხარისხის
გაუმჯობესება;
- პარტნიორი ინტერნეტ მაღაზიებთან B2B ურთიერთობის სრული ციკლის მართვა.
- შედეგების ანალიზი და ანგარიშის მომზადება Excel, PowerPoint ფორმატებში
როგორც კომპანიის შიგნით, ასევე გარე მომწოდებლებისთვის.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ტექნიკური განხრით;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- ელ. კომერციის მუშაობის სპეციფიკის ცოდნა;
- სასაწყობე პროგრამებში მუშაობის გამოცდილება (1C ჩაითვლება უპირატესობად);
- რუსული და ინგლისური ენის ცოდნა აუცილებელია;
პიროვნული თვისებები:
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- რამდენიმე საკითხზე ერთდროულად მუშაობის უნარი;
- გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- მოტივირებული.
პირობები:
- გრაფიკი სრული: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით;
- სამუშაო საათები: 10:00-19:00 სთ;
- სამუშაო ლოკაცია: სავაჭრო ცენტრ ისთ-ფოინთის ტერიტორია;
- სამედიცინო დაზღვევა (ინდივიდუალური ან საოჯახო).
- FitPass.
თუ თვლით რომ აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს და გსურთ
შეუერთდეთ მოტივირებულ, ზრდაზე ორიენტირებულ გუნდს და პროფესიულად განვითარდეთ, გამოაგზავნეთ
თქვენი CV.
თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს
"ტერმინალ ვესტ თრეიდინგმა" დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების
მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს "ტერმინალ ვესტ თრეიდინგის"
ბაზაში 1 წლის ვადით.
გისურვებთ წარმატებებს!