სტანდარტული

მებაღე - დიღმის ფილიალში

31 აგვისტო - 30 სექტემბერი
დეტალები
მისამართი
2 ალექსანდრე თვალჭრელიძის ქუჩა, თბილისი
ხელფასი
1000 ₾
დასაქმების ტიპი
სრული განაკვეთი
სამუშაოს ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაო საათები
09:00 - 18:00
გამოცდილება
1-2 წელი
უნარები
პუნქტუალურობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა

ვაკანსიის აღწერა

შპს "ტერმინალ ვესტ თრეიდინგი" დაარსდა 2014 წელს. კომპანიის ძირითადი მიმართულებაა სამშენებლო - სარემონტო მასალების და საოჯახო სამეურნო საქონლის საცალო და საბითუმო ვაჭრობა. კომპანია ოპერირებს "დომინო "-ს სავაჭრო ნიშნის ქვეშ და თავის მომხმარებელს წარმოუდგენს 90 000 ზე მეტი დასახელების პროდუქციას.

რეგიონში ყველაზე მასშტაბური DIY ფორმატის სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი "დომინო" წარმოდგენილია სავაჭრო ცენტრ "EAST POINT"-ისა და დიღმის ტერიტორიებზე.

ჰიპერმარკეტი "დომინო" აცხადებს ვაკანსიას მებაღის პოზიციაზე დიღმის ფილიალში.

ფუნქცია-მოვალეობები:

  • ჰიპერმარკეტში არსებული გასაყიდი მცენარეების მოვლა;
  • მცენარის დაზიანების ან ჭკნობის შემთხვევაში დროული რეაგირება;
  • პროფესიული კუთხოთ კონსულტაციის გაწევა მომხმარებლისთვის;
ძირითადი მოთხოვნა:

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
პიროვნული თვისებები:

  • კეთილსინდისიერება და შრომისმოყვარეობა;
  • პუნქტუალურობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
პირობები:

  • სამუშაო გრაფიკი: 5 დღიანი სამუშაო კვირა;
  • სამუშაო საათები: 09:00 - 18:00 სთ;
  • ფიქსირებული ხელფასი 1000 ლარი + ბონუსი;
  • სამედიცინო დაზღვევა (ინდივიდუალური ან საოჯახო).
თუ თვლით რომ აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს და გსურთ შეუერთდეთ მოტივირებულ, ზრდაზე ორიენტირებულ გუნდს და პროფესიულად განვითარდეთ გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე.

ასევე შესაძლებელია სააპლიკაციო ფორმის შევსება და დატოვება ჰიპერმარკეტის საინფორმაციო განყოფილებაში.

თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს "ტერმინალ ვესტ თრეიდინგმა" დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს "ტერმინალ ვესტ თრეიდინგის" ბაზაში 1 წლის ვადით.

გისურვებთ წარმატებებს!
კატეგორია
საცალო ვაჭრობა
სოციალური ქსელები
31 აგვისტო - 30 სექტემბერი