სტანდარტული

კომპლექტაციის სპეციალისტი

31 აგვისტო - 30 სექტემბერი
დეტალები
მისამართი
25 ქართულ ამერიკული მეგობრობის გამზირი, თბილისი
ხელფასი
800 ₾
დასაქმების ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაოს ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაო საათები
09:00 - 22:00
უნარები
დეტალებზე ორიენტირება, პუნქტუალურობა

ვაკანსიის აღწერა

შპს "ტერმინალ ვესტ თრეიდინგი" დაარსდა 2014 წელს. კომპანიის ძირითადი მიმართულებაა სამშენებლო - სარემონტო მასალების და საოჯახო სამეურნო საქონლის საცალო და საბითუმო ვაჭრობა. კომპანია ოპერირებს "დომინო "-ს სავაჭრო ნიშნის ქვეშ და თავის მომხმარებელს წარმოუდგენს 90 000 ზე მეტი დასახელების პროდუქციას.

რეგიონში ყველაზე მასშტაბური DIY ფორმატის სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი "დომინო" წარმოდგენილია სავაჭრო ცენტრ "EAST POINT"-ისა და დიღმის ტერიტორიებზე.

ჰიპერმარკეტი "დომინო" აცხადებს ვაკანსიას კომპლექტაციის სპეციალისტის პოზიციაზე დიღმის ფილიალში.

ძირითადი მოვალეობები:

  • შეკვეთის ჯავშნის დოკუმენტის მიღება და შესაბამისად შეკვეთის აგროვება;
  • შეგროვებული შეკვეთის დასაწყობება სპეციალურად გამოყოფილ ადგილას;
  • საჭიროების შემთხვევაში შეკვეთის გადაცემა მომხმარებლისთვის/მძღოლისთვის/კურიერისთვის;
  • შეკვეთის გამზადების პროცესში ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში უკუკავშირი უფროს კომპლექტაციის სპეციალისტთან და განყოფილებასთან (კორპორატიული გაყიდვების დეპარტამენტთან; ინტერნეტ მაღაზიასთან; დარბაზის ადმინისტრატორთან; კლიენტთა მომსახურების განყოფილებასთან) და შემდგომ შესაბამისი მითითებების შესრულება;
პიროვნული თვისებები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და საქმისადმი ერთგული დამოკიდებულება;
  • დეტალებზე ორიენტირება;
  • პუნქტუალურობა;
  • დისციპლინირებულობა;
  • კომუნიკაბელურობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
პირობები:

სამუშაო გრაფიკი:

  • 3 დღიანი ცვლა (3 დღე მუშაობა 3 დღე დასვენება) - 09:00-22:00 სთ;
  • ანაზღაურება: 800 ლარი + ბონუსი;
  • სამედიცინო დაზღვევა (ინდივიდუალური ან საოჯახო).
  • FitPass;
თუ თვლით რომ აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს და გსურთ შეუერთდეთ მოტივირებულ, ზრდაზე ორიენტირებულ გუნდს და პროფესიულად განვითარდეთ, გამოაგზავნეთ თქვენი CV.

ასევე შესაძლებელია სააპლიკაციო ფორმის შევსება და დატოვება ჰიპერმარკეტის საინფორმაციო განყოფილებაში.

თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს "ტერმინალ ვესტ თრეიდინგმა" დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს "ტერმინალ ვესტ თრეიდინგის" ბაზაში 1 წლის ვადით.

გისურვებთ წარმატებებს!
კატეგორია
საცალო ვაჭრობა
სოციალური ქსელები
31 აგვისტო - 30 სექტემბერი