შპს "ტერმინალ ვესტ თრეიდინგი" დაარსდა 2014 წლის ივნისს. კომპანიის ძირითადი მიმართულებაა სამშენებლო-სარემონტო მასალების და საოჯახო სამეურნო საქონლის საცალო და საბითუმო ვაჭრობა. კომპანია ოპერირებს "დომინო"-ს სავაჭრო ნიშნის ქვეშ და თავის მომხმარებელს წარმოუდგენს 90 000-ზე მეტი დასახელების პროდუქციას.
ჰიპერმარკეტი "დომინო" აცხადებს ვაკანსიას უსაფრთხოების სამსახურის თანაშრომლის პოზიციაზე "ისთ ფოინთისა" და დიღმის ფილიალებში.
ძირითადი მოვალეობები:
სავაჭრო ობიექტში წესრიგისა და უსაფრთხოების ოპერატიული უზრუნველყოფა;
სავაჭრო ობიექტის და მასში არსებული მატერიალურ-ტექნიკური ფასეულობების, ნებისმიერი დანაშაულებრივი ხელყოფისაგან დაცვის უზრუნველყოფა;
სავაჭრო ობიექტში პროდუქციის მიღების/გაშვების სისწორის კონტროლი;
ნებისმიერ კანონდარღვევაზე მყისიერი რეაგირება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
დაცვის სამსახურში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება სასურველია;
სავალდებულო სამხედრო სამსახურში მსახურობა.
პიროვნული თვისებები:
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
საქმისადმი ერთგული დამოკიდებულება;
დისციპლინირებულობა;
გუნდური მუშაობის უნარი.
პირობები:
სამუშაო გრაფიკი: 2 დღე მუშაობა 2 დღე დასვენება
სამუშაო საათები: 09:00-22:00 სთ (1 საათი შესვენება)
ანაზღაურება: 700 ლარი
ჯანმრთელობის დაზღვევა (ინდივიდუალური, საოჯახო)
FitPass;
უფასო ტრანსპორტირება;
თუ თვლით რომ აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს და გსურთ შეუერთდეთ მოტივირებულ, ზრდაზე ორიენტირებულ გუნდს და პროფესიულად განვითარდეთ გამოაგზავნეთ თქვენი CV.
ასევე შესაძლებელია სააპლიკაციო ფორმის შევსება და დატოვება ჰიპერმარკეტის საინფორმაციო განყოფილებაში.
თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს "ტერმინალ ვესტ თრეიდინგმა" დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს "ტერმინალ ვესტ თრეიდინგის" ბაზაში 1 წლის ვადით.
გისურვებთ წარმატებებს!
დეტალები
₾
ხელფასი
700 ₾
გამოცდილება
1-2 წელი
სამუშაო საათები
09:00 - 22:00
უნარები
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, დისციპლინირებულობა;