Standart

უძრავი ქონების მენეჯერი

02 September - 02 October
Details
Address
1 რამაზ ჩხიკვაძის ქუჩა, თბილისი
Salary
Not specified
Employment type
Full time
Working type
Not specified
Working hours
10:00 - 19:00
Languages
ქართული, English, Русский
Experience
1-2 years
Skills
მოლაპარაკებების ეფექტურად წარმოების უნარი, ორგანიზებულობა და დროის სწორი მართვა

Vacancy description

ბენე კომფორტი დაარსდა 2020 წელს და უკვე მესამე წელია ემსახურება 20-ზე მეტ საცხოვრებელ კომპლექსს და ზრუნავს 2000-მდე მობინადრის ყოველდღიურ კომფორტსა და კეთილდღეობაზე. კომპანიის სტრატეგიული გეგმის მიხედვით, მომდევნო 2 წლის განმავლობაში ბენე კომფორტი უნდა გახდეს ბაზარზე უძრავი ქონების სექტორში პირველი მულტიფუნქციური კომპანია, რომელიც თავის თავში გააერთიანებს, როგორც საცხოვრებელი კორპუსების მართვას, ასევე ყიდვა გაყიდვის სააგენტოს, აპარტოტელების მართვას და უძრავი ქონების საკონსულტაციო კომპანიას, როგორც ინვესტორებისათვის ასევე დეველოპერებისათვის.

თუ შენთვის მნიშვნელოვანია საკუთარი შესაძლებლობების მოსინჯვა, მაღალშემოსავლიანი სამსახური და წარმატებული კარიერა, ასევე გაინტერესებს უძრავი ქონების სექტორი ჩვენ მზად ვართ შენთან შესახვედრად.

ძირითადი მოვალეობები:

  • უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა, გაქირავება-დაგირავება
  • კლიენტების მოძიება და კლიენტთა ბაზის მართვა/გაზრდა
  • უძრავი ქონების ობიექტების მოძიება და შერჩევა
  • შეხვედრების დაგეგმვა/მოლაპარაკებების წარმოება/კლიენტების კონსულტაცია
  • უძრავი ქონების ბაზრის შესახებ მუდმივად სიახლეების გაცნობა და ინფორმაციის დამუშავება
  • დასახული გეგმების შესრულება ვადებში და შესაბამისი პირობებით
  • მენეჯმენტთან შესაბამისი რეპორტების წარდგენა და პრეზეტაცია
  • გუნდის მართვა
პროფესიული მოთხოვნები:

  • გაყიდვების სექტორში მუშაობის გამოცდილება - აუცილებელია
  • უძრავი ქონების სექტორში მუშაობის გამოცდილება - სასურველია
  • გუნდის მართვის მინ. 1 წლიანი გამოცდილება - აუცილებელია
  • ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა - აუცილებელია
  • საოფისე პროგრამების ცოდნა სამომხმარებლო დონეზე - აუცილებელია
პიროვნული თვისებები:

  • მოლაპარაკებების ეფექტურად წარმოების უნარი
  • ორგანიზებულობა და დროის სწორი მართვა
  • მიზანდასახულობა და შედეგებზე ორიენტირებულობა
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
სამუშაო პირობები:

  • ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსები
  • სამუშაო განრიგი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00-დან 19:00 საათამდე
  • სამუშაო ადგილი: ოფისი - ნუცუბიძის 129 (რ. ჩხიკვაძის #1), ობიექტები - ქალაქი თბილისი. ობიექტების გასასვლელად მენეჯერს მოემსახურება მანქანა, ასევე სასურველია B კატეგორიის მართვის მოწმობის და მანქანის ქონა (კომპაანის მხრიდან ანაზღაურდება საწვავი)
  • მენეჯერი უზრუნველყოფილია ტელეფონით და ნომრით
  • კომპანიას შეუძლია შემოგთავაზოთ კორპორატიული დაზღვევა
გთავაზობთ:

  • აქტიურ და საინტერესო სამუშაოს მაღალი, მზარდი ანაზღაურებით
  • სასიამოვნო, კომფორტულ გარემოს და მეგობრულ გუნდს
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვ, გამოაგზავნო რეზიუმე.

გისურვებთ წარმატებებს!
Category
Sales
Construction
Location
რამაზ ჩხიკვაძის ქუჩა, თბილისი, საქართველო
02 September - 02 October