ბენე კომფორტი დაარსდა 2020 წელს და უკვე მესამე წელია ემსახურება 20-ზე მეტ საცხოვრებელ კომპლექსს და ზრუნავს 2000-მდე მობინადრის ყოველდღიურ კომფორტსა და კეთილდღეობაზე.
ჩვენი კომპანიის მთავარ ძალას წარმოადგენს გუნდი, რომელიც ზრუნავს მაცხოვრებლებზე და მათი ყოველდღიურობის გაუმჯობესებაზე.
კომპანია „ბენე კომფორტი“ აცხადებს ვაკანსიას „საცხოვრებელი კორპუსის ადმინისტრატორის“ პოზიციაზე.
ფუნქცია-მოვალეობები:
კორპუსის მობინადრეებთან კომუნიკაცია და მათი მოთხოვნების შესაბამისი მომსახურებების მიწოდება;
ბაზის დამუშავება და საჭიროებისამებრ განახლება;
ბინადართა პრობლემებზე დროული რეაგირება კომპეტენციის ფარგლებში ან კორპუსის მენეჯერის დროული ინფორმირება პრობლემის შესახებ;
კამერების მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში დროული რეაგირება;
სატელეფონო ზარების მიღება და ინფორმაციის მიწოდება მომხმარებლებისთვის;
ადმინისტრაციული დავალებების შესრულება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
(სასურველია) მომსახურების სფეროში მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;