Standart

კონსულტანტ-ოპერატორი

05 September - 05 October
Details
Address
142 აკაკი ბელიაშვილის ქუჩა, თბილისი
Salary
Not specified
Employment type
Not specified
Working type
Not specified
Working hours
Not specified
Languages
ქართული, English
Education
Bachelor
Skills
განვითარებაზე ორიენტირებული, პრეზენტაბელური

Vacancy description

სანტექნიკისა და კერამიკული ფილების მწარმოებელი გლობალურ ბრენდის წარმომადგენელი საქართველოში ვიტრა ჯორჯია  აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტ-ოპერატორის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, ბათუმი

სამუშაო განაკვეთი: 

სრული - ფიქსირებული 800 ლარი (პირველი 6 თვე 750) + ბონუსი. საშუალო ანაზღაურება თვეში 1150-1250 ლარი.
თვეში 6 დასვენების დღე, 6 თვის მუშაობის შემდეგ თვეში 7 დასვენების დღე.

არასრული - ფიქსირებული 540 ლარი + ბონუსი. საშუალო ანაზღაურება თვეში 800-900 ლარი.
თვეში საშუალოდ 12 დასვენების დღე.

ფუნქცია მოვალეობები:

  • პროდუქტის შესახებ მომხმარებლის დეტალური ინფორმირება;
  • კვალიფიციური კონსულტაციის გაწევა;
  • პროდუქციის რეალიზაცია და ეფექტური მომსახურება;
  • გაყიდვების აღრიცხვა პროგრამულად და შესაბამისი დოკუმენტაციის გაფორმება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • ინგლისური ენის ფლობა სალაპაკო დონეზე; (თბილისი)
  • რუსული ენის ფლობა სალაპაკო დონეზე; (ბათუმი)
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;
დამატებითი უნარები:

  • განვითარებაზე ორიენტირებული;
  • პრეზენტაბელური;
  • გაყიდვებში გამოცდილების ქონა ჩაითვლება უპირატესობად.
ჩვენ გთავაზობთ:

  • გამოცდილების შეძენასთან ერთად ანაზღაურების მატებას
  • პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას
  • ეტაპობრივად გამრავალფეროვნებას შესასრულებელი სამუშაოების
  • თქვენ მიერ შემოთავაზებული, საინტერესო იდეების განხილვას გუნდში
  • კორპორატიულ დაზღვევას 6 თვის შემდეგ
  • სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოს
დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV.

დეტალური ინფორმაცია ბრენდის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ საიტზე - http://vitra.com.ge/    https://www.facebook.com/VitraGeorgia

კომპანია „ბი ემ სი შარმ"-ში თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი პერსონალური მონაცემები „ბი ემ სი შარმ"-ის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.
ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მიმდინარე ვაკანსიაზე ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა შესაფერის ვაკანსიაზე. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს.

გისურვებთ წარმატებებს!
Category
Sales
Customer relations
Slogan
შექმენი შენი ოცნების აბაზანა
Socials
05 September - 05 October