მზარეული
13 ივანე მაჩაბელის ქუჩა, თბილისი
05 სექტემბერი - 05 ოქტომბერი
CV-ს გაგზავნა
ვაკანსიის აღწერა
რესტორნების ქსელი, რომელიც ოპერირებს საქართველოს ბაზარზე 5 ობიექტით.
ამჟამად გვაქვს ვაკანსიები თბილისში, ქალაქის ისტორიულ უბანში, რესტორანი
"ლიტერა"
მწერალთა სახლი - მაჩაბლის ქ. 13
იხილეთ ინფორმაცია ჩვენზე:
http://www.culinarium.ge/emenu/littera
რესტორანთა ქსელის განვითარების ამ ეტაპზე ვეძებთ შედეგზე ორიენტირებულ, მოტივირებულ გუნდის წევრებს
მზარეულის პოზიციაზე
(4 ვაკანსია).
დასაქმებულს ვთავაზობთ:
სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
ახალგაზრდა თანამშრომელთა გუნდს;
დაწინაურების პერსპექტივას;
პროფესიულ ზრდას;
ჯანმრთელობის დაზღვევა;
ორჯერად კვებას;
სამუშაო ცვლის შემდეგ ტაქსით სახლამდე ტრანსპორტირება კომპანიის ხარჯზე;
მიმზიდველ ხელფასს;
9 საათიანი ცვლებში (მათ შორის 1 საათი შესვენება) თვეში საშუალოდ 21 ცვლა, სამუშაო გრაფიკი: 5/2-ზე.
ანაზღაურება:
კვალიფიკაციის მიხედვით 1100 -დან 1300 ლარამდე (net) და დამატებით თიფები (ჩაი).
ფუნქცია-მოვალეობები:
კერძების მომზადება განსაზღვრული რეცეპტისა და კალკულაციის მიხედვით;
ინგრედიენტების მარაგების კონტროლი;
პროდუქციის ხარისხის, გემოვნური თვისებებისა და ვადების კონტროლი;
ახალი რეცეპტურისა და კალკულაციების შედგენა-განახლებაში მონაწილეობის მიღება;
მოწესრიგებული უნიფორმის ტარება;
სამზარეულოს შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველყოფა სამზარეულოს სხვა თანამშრომლებთან ერთად;
ქართული და ევროპული სამზარეულოს ცივი და ცხელი კერძების მომზადება;
კერძების გაფორმება და მომზადება სერვირებისთვის;
საკვები ან სასმელი პროდუქტების, ინვენტარის და დანადგარების უსაფრთხოდ და სწორად შენახვის წესების ცოდნა და დაცვა;
სანიტარულ-ჰიგიენური მოთხოვნების დაცვა სამზარეულოში;
სამუშაოს სწრაფად და ეფექტურად შესრულების უნარი.
სავალდებულო მოთხოვნები:
ხარისხის გაუმჯობესებაზე ზრუნვა;
კერძების მომზადებისას დადგენილი კალკულაციის დაცვა;
სისუფთავის კონტროლი;
შეკვეთაზე სწრაფი რეაგირება;
ფიზიკური და მენტალური გამძლეობა;
შესაბამისი განათლება ჩაითვლება უპირატესობად;
მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
სამზარეულოს ორგანიზაციული სტრუქტურის და ფუნქციონირების ძირითადი პრინციპების ცოდნა;
კვების სფეროში მიღებული განათლება ჩაითვლება უპირატესობად.
დაინტერესებულ პირს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ფოტოსურათით ან დარეკეთ
+995 577 741661
გისურვებთ წარმატებებს!
დეტალები
₾
ხელფასი
1100-1300 ₾
უნარები
შეკვეთაზე სწრაფი რეაგირება, სამუშაოს სწრაფად და ეფექტურად შესრულების უნარი
დამსაქმებლის შესახებ
კაფე ლიტერა
სოციალური ქსელები
კომპანიის შესახებ
05 სექტემბერი - 05 ოქტომბერი
CV-ს გაგზავნა