Standart

ზარალების პრევენციის სუპერვაიზორი

08 September - 07 September
Details
Address
ნავთლუღის ქუჩა, თბილისი
Salary
Not specified
Employment type
Not specified
Working type
Not specified
Working hours
Not specified
Languages
ქართული, English
Experience
1-2 years
Skills
გამართული კომუნიკაციისა და კონფლიქტური სიტუაციების განმუხტვის უნარი

Vacancy description

„კარფური“ ფრანგული ბრენდია, რომლის ფრენჩაიზის მფლობელია „Majid Al Futtaim Retail“, რომელიც სავაჭრო ცენტრების, საცალო ვაჭრობისა და გართობის სფეროს ერთ-ერთი ლიდერია მსოფლიოში.
„კარფურის“ მიზანია, მომხმარებელს მიაწოდოს მაღალი ხარისხის პროდუქციის  უდიდესი არჩევანი ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად და შექმნას დაუვიწყარი მომენტები ყველასათვის, ყოველდღე.
„კარფური“ როგორც დამსაქმებელი, ცდილობს დაამკვიდროს მაღალი სტანდარტები ადამიანური კაპიტალის მართვისა და სოციალური პასუხისმგებლობის საკითხებში. “კარფური“-ს უმაღლესი ფასეულობა ადამიანური კაპიტალია. კომპანია შერჩევის კრიტერიუმებსა და დასაქმების პირობებზე თოთოეულ კანდიდატს აძლევს თანაბარ შესაძლებლობას და შემდგომ ყველანაირ ძალისხმევას იჩენს, რათა ხელი შეუწყოს თანამშრომლების პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლას.

მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია - კარფური ამჟამად გთავაზობთ დასაქმების და კარიერული განვითარების უნიკალურ შესაძლებლობას და აცხადებს ვაკანსიას  ზარალების პრევენციის სუპერვაიზორის პოზიციაზე თბილისში.

ძირითადი მოვალეობები:

  • კომპანიის ერთ-ერთ ფილიალში უსაფრთხოების ნორმების დაცვა
  • პროდუქციის მიღების  მონიტორინგი და პროცესის დადგენილი წესების შესაბამისად მიმდინარეობის უზრუნველყფა
  • მომხმარებლებისა და თანამშრომლების მიერ წესრიგისა და ქცევის ნორმების დაცვის უზრუნველყოფა
  • საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა სამუშაო საათებში
  • კონფლიქტური სიტუაციების და ინციდენტების აღკვეთა
  • სახანძრო სიგნალიზაციის კონტროლი
  • სამუშაო დღის ბოლოს შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება
  • საჭროების შემთხვევაში, ექსტრემალურ სიტუაციაში დადგენილი წესებისა და გაწერილი პროცესების მიხედვით სწარფი და სწორი რეაგირება
მოთხოვნები:

  • მსგავს სფეროში მუშობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • გამართული კომუნიკაციისა და კონფლიქტური სიტუაციების განმუხტვის უნარი
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, მაღალი მოტივაცია, დისციპლინა და ორგანიზებულობა
  • სასურველია ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე
თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს და გსურთ განვითარდეთ ჩვენს კომპანიაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV 

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

ასევე გაითვალისწინეთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე.

გისურვებთ წარმატებებს!
Slogan
შევქმნათ დაუვიწყარი მომენტები ყველასთვის ყოველდღე
Location
ნავთლუღის ქუჩა, თბილისი, საქართველო
Socials
08 September - 07 September